ირანელი პარლამენატარი აცხადებს, რომ 3 მილიონ დოლარს გადაუხდის მას „ვინც ტრამპს მოკლავს“. ინფორმაციის ირანულ მედიაზე დაყრდნობით „როიტერსი“ ავრცელებს.
„ქერმანის პროვინციის სახელით, ჩვენ ვაწესებთ 3 მილიონის ჯილდოს, ნაღდი ფულით მისთვის, ვინც ტრამპს მოკლას“, – განაცხადა აჰმად ჰამზეჰმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს.
ჰამზეჰს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა „ჯილდო“ შეთანხმებული ირანის სასულიერო ლიდერებთან.
ცნობისთვის, ქერმანი, ყასემ სოლეიმანის მშობლიური ქალაქია.
არადა, სოლეიმანის გარდაცვალებისთანავე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მას ვინც ტრამპს მოკლავდა გადაუხდიდნენ 80 მილიონს და რაკი ირანის მოსახლეობა დაახლოებით ამდენია – ზუსტად ასე იანგარიშეს – ყველას უნდა დაედო თითო დოლარი და თანხა აგროვდებოდა.
მას შემდეგ, ტრამპის თავი რატომღაც 77 მილიონი დოლარით გაიაფდა!
ამ ტემპით თუ გაგრძელდა, მალე ირანი ახალ განცხადებას გააკეთებს – ტრამპის თავი უფასოდ!
კომენტარები