პირველ რიგში, ჩამოვთვალოთ, რა შემთხვევაში გვჭირდება ავეჯის გადაზიდვა:
- საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;
- ახალი, თუ მეორადი ავეჯის შეძენისას;
- აგარაკზე ავეჯის გადატანისას;
- ძველი, უკვე გამოუსადეგარი ავეჯის გასატანად სახლიდან, თუ ოფისიდან;
- ოფისის დაქირავებისას, ოფისის ადგილის შეცვლისას.
რა უნდა ავეჯის გადაზიდვას?
–ეს ის კითხვაა, რომელიც ყველაზე ხშირად მომისმენია – ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ ფიზიკური ძალა სჭირდება, აიღებ, მანქანაზე შემოაგდებ და ეგაა.
სინამდვილეში კი, თუ ავეჯი გადაგაქვს პროფესიონალების დახმარების გარეშე, დაგჭირდება, პირველ რიგში, მყარი ნერვები – არ უნდა გეწყინოს თუ ნივთები გატყდება ან გაფუჭდება, დაგჭირდება დრო – ბევრად მეტი, ვიდრე წარმოგიდგენია, მეტი ენერგია – რადგან, საბოლოო ჯამში, ყველა შენ გკითხავს, სად რა ჩადოს, რომელი კარადის კარის ბოლტი სად შეინახე, პულტი რომელ ჩანთაშია და ბოლოს, თუ არაფერი დაგრჩა და პირველივე ჯერზე გადაიტანე ყველაფერი, როცა გატეხილი, გაფუჭებული ნივთების საფასურს დაითვლი, იმ დროის ფასსაც მიუმატებ, რაც დახარჯე – მიხვდები, რომ დაღლა–დაღლად, ნერიულობა–ნერვიულობად და ფინანსურადაც მეტად დაიხარჯე.
ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ, ავეჯის პროფესიონალების გარეშე გადატანისას დაგჭირდებათ მეტი დრო, მეტი ფინანსები, მყარი ნერვები და ბევრად მეტი ენერგია.
რას აკეთებს გადამზიდი სერვისი განსხვავებულად?
–ის ის მეორე, იჭვნეული ხმით დასმული კითხვაა, რომელიც ასევე ხშირად მესმის.
მოცულობა:
თუ ავეჯს დაშლი, ბევრად ნაკლებ ადგილს იკავებს. შენც ხომ დაშლი? – კი, მეც, მაგრამ ავაწყობ? დავშალე გადატანისას კარადა და ვერ ავაწყვე, მეორე კარადა აწყობისას ხელში ჩამეშალა, მაგიდა გამიტყდა. ისე უნდა დაშალონ, რომ აწყობა შეძლონ შემდეგ. თითოეული შეერთების თანმიმდევრობა უნდა იყოს მონიშნული და თითოეული დეტალი შენახული – ზოგი ფოტოს უღებს და ამ გზით იმახსოვრებს თანმიმდევრობას, ზოგი, ინიშნავს, ზოგი დეტალებს, ნაწილებს ერთად ინახავს, ასტიკერებს და კარადის, თუ კომოდის ზედაპირზევე აკრავს, ზოგი ასევე დასტიკერებულს სპეციალურად, ცალკე ჩანთაში ინახავს – ვინ რა ხერხს გამოიყენებს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, იცის, რომ უნდა მოინიშნოს და შეინახოს. აუცილებლად ამოიღებს ავეჯიდან ყველაფერს, რისი ამოღებაც შესაძლეველია, თარო, უჯრა, ცალკე შეფუთავს სარკეებს და მინის ელემენტებს. ასე დატვირთვის პროცესიც გამარტივდება და ჩამოტვირთვისაც. გარდა ამისა, დაშლილ მდგომარეობაში როცა გადაგვაქვს ავეჯი, ის ბევრად მეტად დაცულია დაზიანებისგან.
შეფუთვა:
ავეჯის გადატანისას რა უნდა შევფუთოთ? – ჭურჭელი? დოქები? საყვავილეები? ტელევიზორი? მონიტორი?
და ავეჯი? მაგალითად, სავარძლის, საწოლის, კომოდის შეფუთვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს გაკაწვრისგან, დაზიანებისგან ზედაპირები – თუ საკმარისია შესაფუთი მასალა, ხომ კარგი, თუ არა და ცოტა იმპროვიზაცია და ადგილზევე დაგეხმარება იპოვოს შესაფუთი მასალის შემცვლელი, თუ მუყაოსგან, თუ ნაჭრებისგან.
განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ტყავის ავეჯს
ტყავის დივანი, თუ სავარძელი აუცილებლად უნდა შეიფუთოს და მასზე სხვა ავეჯი არ უნდა მოთავსდეს, პირიქით, ის უნდა იყოს ზედაპირზე, რათა არ დაზიანდეს.
თანმიმდევრობა:
რას რის შემდეგ დაალაგებთ მანქანაზე – ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ჯერ დიდი ზომის ავეჯი უნდა ჩაიტვირთოს მანქანაში, რათა მაქსიმალურად იქნეს სივრცე გამოყენებული, შემდეგ მსუბუქი ავეჯი და შემდეგ ყუთები, ჩანთები.
სამაგრები
გადამზიდმა სერვისმა, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილება, იცის, რომ მაშინაც კი, თუ ნივთები, ავეჯი ერთმანეთშია „გაჭედილი“, მაშინაც კი, თუ კარგადაა შეფუთული, მათი ერთმანეთთან „შეჯახების“, ხახუნის ალბათობა დიდია, ამიტომ, ის ავეჯის ნაწილს მანქანის შიგნით დაამაგრებს და ისიც იცის, კონკრეტულად რომელი და როგორ უნდა დაამაგროს.
სპეციალური მანქანა:
ნებისმიერი მანქანა არ გამოგადგება, ავეჯის გადასატანად გჭირდება სპეციალური სატვირთო მანქანა, რომელიც განკუთვნილია დიდი ნივთების გადასატანად, აღჭურვილია სპეციალური ქამრებით და შესაკრავებით.
რა ღირს? ძვირია? რა ფასად შემიძლია გადავზიდო ავეჯი?
საიტზე, სადაც ათეულობით კომპანია, პირი, გთავაზობს მომსახურებს, კონკურენცია, ცხადია, მეტია, და შესაბამისად, ფასებიც კონკურენტულია. აუცილებლად გადახედე კომენტარებსაც, იმათი გამოცდილება, ვინც უკვე ისარგებლა სერვისით, ძალიან გამოგადგება.
უპირველეს ყოვლისა, ფასზე წინასწარ შეუთანხმდი.
რის მიხედვით ხდება ფასის განსაზღვრა?
რა გაქვთ გადასატანი, საიდან სად გაქვთ გადასატანი, რა ტიპის ავეჯია, რამდენად რთული დასაშლელი და შესაფუთია, რამდენი დამხმარე პირი დასჭირდება – თუ ყველა ამ ინფორმაციას მიაწვდი, ფასს გეტყვის. შესაძლებელია ავეჯის ფოტოების გადაგზავნაც, რომ ტრანსპორტირების ღირებულება უკეთ იქნეს გამოთვლილი.
შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ ავეჯის გადაზიდვისას:
პირველი და მთავარი შეცდომაა – პროფესიონალების არგამოყენება!
გჯერა, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდები? – სინამდვილეში, ნივთების შესაფუთად რამდენიმე დღე გეხარჯება და არ ხარ დაზღვეული, რომ სწორად დაშალე ავეჯი, სწორად შეფუთე, ზოგჯერ, ვერც ასწრებ ბოლომდე ყველაფრის დაშლას და შეფუთვას და იძულებული ხარ, დაუზღვევლად გადაიტანო.
მეორე – არასაჭირო ნივთების ტრანსპორტირება.
ყველას გვიგროვდება წლიდან წლამდე ნივთები, რომლებსაც ვერ ვიყენებთ, არ ვიყენებთ, ან რომლის გამოყენება, უკვე შეუძლებელია და გვიდევს სხვენში, გვიყრია ყუთებში, კარადის თავზე, ან სადმე კუთხეში დევს და მტვერის გადაწმენდისას გვახსენდება მხოლოდ. არ არის საჭირო მათი გადაზიდვა, ისინი მხოლოდ ადგილს იკავებენ.
მესამე – ყუთებზე ეტიკეტირების არ გამოყენება.
–დავიმახსოვრებ, ვიცი, რა დამავიწყებს – ამას ფიქრობ, ალბათ, ყოველი ყუთის ჩალაგებისას და მერე, ყველა ყუთი ერთმანეთს ჰგავს, მერე, საღამოს, შეგცივდა და არ გახსოვს ქურთუკი, პლედი, ჟაკეტი რომელ ყუთში ჩადე, მოგწყურდა ახალ ბინასა თუ ოფისში გადაბარგებულს და არ გახსოვს, ჭურჭლის, ჭიქების ყუთი რომელია, პულტი დაგჭირდა და ყველა ყუთს სანამ არ ამოალაგებ, ვერ პოულობ, არ იცი, სად დევს კბილის ჯაგრისი და ა.შ. გამოიყენე სტიკერები, ნუ დაიზარებ, ეს ბევრად გაგიადვილებს გადაბარგების პროცესს. გარდა ამისა, სტიკერები ეხმარება გადამზიდ კომპანიას, იმის გასაგებად, რომელ ყუთშია მყიფე ნივთები შენახული და რომელში – არა.
მეოთხე: გეგმის არ არსებობა.
ზუსტად უნდა იცოდე, რისი გადატანა გინდა და ასევე, გადატანის შემდეგ, რომელი ავეჯი რა ადგილას უნდა აიწყოს და დაიდგას, რათა შემდგომ, თავად არ მოგიწიოს მისი გადათრევა ერთი კუთხიდან მეორეში, ან ოთახიდან ოთახში და ან ნივთი არ დააზიანო და ან იატაკი და ჭერიც კი. საუკეთესო ვარიანტია, გადამზიდ კომპანიას წინასწარ ჰქონდეს ინფორმაცია, როგორც იმ ავეჯზე, რომელიც უნდა გადაიტანოთ, ასევე იმაზეც, სადაც გადაგაქვთ, იქ, არის თუ არა ლიფტი, რომელი სართულია, რა ზომისაა კარი, რომლიდანაც ავეჯი უნდა შეიტანონ, რამდენი მეტრია ოთახების სიმაღლე – რათა შემდგომ გზადაგზა არ შეიქმნას პრობლემები.
მეხუთე – არასწორი ტრანსპორტით გადატანა
ერთ–ერთი გავრცელებული შეცდომაა, ფულის დაზოგვის მიზნით, სპეციალიზირებული მანქანის ნაცვლად, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება. ამ შემთხვევაში ნივთების დაკარგვის, დაზიანების შანსი მაღალია და შესაძლოა, იმაზე ბევრად მეტი დაგეხარჯოთ, ვიდრე თითქოსდა დაზოგეთ.
რა უნდა გავაკეთო, რომ ავეჯი გადავიტანო დაუზიანებლად, ნერვიულობის გარეშე, მცირე დროში და ბიუჯეტურად?
–ისარგებლე მხოლოდ მათი მომსახურებით, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან საცხოვრებელი და საოფისე ტრანსპორტირებაში;
–განსაზღვრე გადაადგირების თარიღი, წინასწარ შეუთანხმდი გადამზიდ სერვისს;
–დაიდგი ყავა, ჩაი, წვენი, რაც გიყვარს, მოთავსდი სავარძელში, დაურეკე და წვრილად აუხსენი რა ავეჯი გაქვს გადასატანი, სად უნდა გადაიტანო, რა პირობებში მოუწევს მუშაობა და განსაზღვრე მასთან ერთად ფასი;
–გადადეთ დოკუმენტები და ძვირფასი ნივთები, რომლებიც თქვენ თავად უნდა გადაიტანოთ.
და შემდეგ კი, უბრალოდ დატკბით კომფორტული, ნერვიულობის და ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე, პროფესიონალური, დროული გადაზიდვის სერვისით.
კომენტარები