ნატოს გენერალური მდივანი საქართველოშია. იენს სტოლტენბერგის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტოლტენბერგი საქართველოს დედაქალაქში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის შეხვედრა პრემიერ კობახიძესა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია განცხადება მედიისთვის.
სტოლტენბერგი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, ხვალ კი ის შეხვედრებს უკვე ერევანში გააგრძელებს.
კომენტარები