საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ყოფილი პროკურორის წინააღმდეგ – გიორგი მიქაუტაძე ამტკიცებს, რომ მაია მწარიაშვილი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მოსამართლის ოჯახმა წლის განმავლობაში დივიდენდის სახით მიიღო 14 000 ლარი მიიღო.
გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ იურისტ მაია მწარიაშვილს მის შესახებ „ცრუ ფაქტების” გავრცელების გამო სასამართლოში უჩივლებს.
მიქაუტაძემ დღეს იმ ვილაზც ისაუბრა, რომელიც “შაბათის ეთერის” ობიექტივში მოიქცა.
იურისტმა მაია მწარიაშვილმა ჩემს თაობაზე გააკეთა განცხადებები, ეს არის ყოველგვარი მორალისა და ზნეობის უგულებელყოფით, მიზანმიმართულად, ცრუ ინფორმაციის და ცრუ ფაქტების გავრცელება. ჩემმა ოჯახმა თურმე წლის განმავლობაში დივიდენდის სახით მიიღო 14 000 ლარი. ტყუილია, რომ ჩემი ხელფასით შევიძინე 2,5 მიწა. გავასხვისე ორი ბინა საერთო ჯამში 75 000 ამერიკულ დოლარად, ავიღე საბანკო კრედიტი 280 000 ლარი და ასევე ზემოთ ხსენებული დივიდენდებიდან, ამ მშენებლობას მოვახმარე დაახლოებით 150 000 $, რაც დეკლარირებული მაქვს. ახლა ქალბატონმა მწარიაშვილმა აგვიხსნას, როგორ გახდა დაახლოებით ნახევარ მილიონამდე შემოსავალი წლის განმავლობაში 14 000 ლარი და შემდეგ მე დავეთანხმები “ვეტინგის” ინიციატივას.
ვერ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას რომ მწარიაშვილის მსგავსი ადამიანების მიერ ასეთი არაკეთილსინდისიერი განცხადებებით შეილახოს ჩემი ოჯახის რეპუტაცია, ამიტომ მე აუცილებლად შევიტან სარჩელს გავრცელებული ყალბი ფაქტების უარყოფის მოთხოვნით”- აცხადებს მოსამართლე.
tvpirveli
კომენტარები