ჟურნალისტი, PR მენეჯერი ავთო დვალიშვილი:
ის ერთი ზედმეტი ქრომოსომა არის ყველაზე კეთილი და დადებითი
რამდენიმე წლის წინ დავწერე ეს და ახლაც გიზიარებთმათ კი არ აქვთ ერთით მეტი ქრომოსომა, ჩვენ გვაქვს ერთით ნაკლები ქრომოსომა… ჩვენ გვაკლია რაღაც და არა მათ…ისინი ასე არ მოიქცეოდნენ….მე-20 საუკუნის 80 იანი წლებში ხშირად კიკეთში ვისვენებდი. ახლანდელი ბავშვებისგან განსხვავებით, მაშინდელი ბავშვები დღის უმეტეს ნაწილს ეზოში ვატარებდით.ერთხელ, გამოჩნდა დაახლოებით ჩვენი წლოვანების გოგო. მეგობარმა მითხრა ამ გოგოსთან არ მიხვიდე ახლოს, დაავადება ჭირს და გადაგედებაო…. :((( შევხედე ამ გოგოს და ახლაც მახსოვს ის სახე, მახსოვს როგორ გამიცინა…. მეც გავუცინე, მაგრამ მეგობრების ნათქვამს ვერ გავექეცი, ახლოს არ მივედი…დღეები გადიოდა და ვხედავდი ამ გოგოს როგორ იჯდა ეზოში, ხის სკამზე მარტო და გვიყურებდა როგორ ვთამაშობდით…სულ მეპარებოდა თვალი მისკენ, სულ მიცინოდა…მიდოდა წლები და გონებაში როცა მოგონებები გაიელვებდა, არარსებობდა ეს გოგო არ გამხსენებოდა… არაფერი ვიცოდი იმის შესახებ, რომ თურმე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენზე უფრო კეთილები და კარგები არიან…პირველად როცა ეს გავიგე მაშინვე ის გოგო გამახსენდა, მაშინ მივხვდი რომ ის სიკეთით სავსე ადამიანი, ჩვენთან, ბავშვებთან კონტაქტს ცდილობდა….ნეტავ სახელი მაინც მცოდნოდა…ბოდიში რომ არ მოვედი მაშინ შენთან
ახლა რომ შემხვდეს სადმე ის ადამიანი, თუ ისე გამიცინებს როგორ მაშინ, აუცილებლად ვიცნობ….
კომენტარები