“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ Freedom House-ის ანგარიშზე განცხადება გააკეთა:
„ესაა ძალიან მკაფიო სიგნალი „ქართული ოცნებისთვის“, რომ მიუხედავად პანდემიისა, პრობლემები არსად არ გამქრალა, არსად არ გამქრალან ის ადამიანები, რომლებიც შეწუხებული არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან 8 მარტის შეთანხმების არ შესრულებას, პოლიტპატიმრების არ გათავისუფლებას და საარჩევნო სისტემის არ შეცვლას ძალიან მძიმე და ხელისუფლებისთვის დამანგრეველი საერთაშორისო შედეგები მოჰყვება”
კომენტარები