პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილი, ტვ პირველთან ამბობს, რომ ლეიბორისტული პარტია კოალიციას შექმნის ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და მთავრობას მათთან ერთად ჩამოაყალიბებენ.
“კოალიციური მთავრობა მინუს ქოცები და ასევე შეიძლება იყვნენ ქოცების აგენტურა სატელიტი პარტიები,“ – ამბობს იგი.
შალვა ნათელაშვილი:
დღეს არცერთი მოქმედი ლიდერი, მოქმედი პოლიტიკოსი არ ვართ ჩვენი ერის ღირსი, ჩვენი ერი ბევრად მაღლა დგას, ბევრად მომზადებულია, ბევრად თავდადებულია, ვიდრე მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთად აღებული. მაგრამ არსებულში რა თქმა უნდა, არის უკეთესი, ბევრად უკეთესი – ამიტომ მხოლოდ ჩემი პრემიერ-მინისტრობით წარმომიდგენია კოალიციური მთავრობა, სადაც ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დაიკავებენ მინისტრის პოსტს და აიღებენ ვალდებულებას, რომ დემოკრატიული სოციალიზმი დამყარდეს, როგორც სისტემა და არა როგორც ერთჯერადი მოვალეობა, როცა პარტიები არჩვენების წინ და არჩევნების შემდეგ კოსმეტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და მერე მსხვილი კაპიტალის გამდიდრებას შეუდგებიან.”
კომენტარები