ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“უკანასკნელ პერიოდში ქართულ მედიასივრცეში განვითარებული მოვლენების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ “მთავარი არხის” კვლადაკვალ, მიხეილ სააკაშვილმა ახლა უკვე “ტვ პირველზე” დაამყარა სრული კონტროლი და როგორც უზურპატორს სჩვევია, საკუთარ წარმომადგენლად ტელევიზიაში სანდოობის ზენიტში მყოფი ფილდკომანდერი, უკადრებლის მკადრებელი ნოდარ მელაძე მიავლინა. ამ სპეცოპერაციის ჩასატარებლად მას პატარა ტრიუკის ჩატარება დასჭირდა, რაც ნიკა გვარამიასა და ნოდარ მელაძეს შორის არარსებული კონფლიქტის გათამაშებაში გამოიხატა.
“ჩაჯმულ ფილდკომანდერს” (copyright მ.სააკაშვილი) და შესაბამისად, “ტვ პირველს” მისიაც შესაბამისი განესაზღვრა – ფსევდო-ნეიტრალური მედიის პლატფორმიდან მოახდინოს “ქართული ოცნების” ხელისუფლების, მისი მხარდამჭერებისა და “ოცნებისადმი” ლოიალურად განწყობილი პირების განუწყვეტელი ბულინგი [დამუნათება]. სწორედ მელაძემ, როგორც “ფეიკის” შექმნის სწორუპოვარმა ოსტატმა, უნდა გადააწყოს “ტვ პირველი” ყალბი ამბებისა და ცილისწამების კონვეირულად მწარმოებელ ფაბრიკად. გაყალბდება და ფაბრიკაციას დაექვემდებარება ყველაფერი, რაც ბუნებაში ნატურალური ფორმით არსებობს – აუდიო და ვიდეო მასალა, საჯარო და კერძო დოკუმენტები, საფოსტო თუ კერძო კორესპონდენცია, საქმის მასალები, ფაქტი, მოვლენა, კომენტარი, თარიღი, ამინდი, სქესი… ეს ყველაფერი გაყალბდება, რათა გადაიქცეს “ოცნების” ხელისუფლების წევრთა და მხარდამჭერთა “კომპრომატად” და ჩაირთოს ბულინგისა და “სლატ შეიმინგის” (ჩვენებურად, შერცხვენის) კამპანია.
ყველაფერი დღესავით ნათელია, გეგმა გაშიფრულია. თუმცა, ნოდარმა და მისმა მყრალმა დამკვეთმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ცრუ კამპანია ბოლო ლურსმანი იქნება კიევში მერამდენედ ჩაფლავებული მიჰაილოს კუბოში და მხოლოდ გაგვაძლიერებს რწმენაში მათ, ვისაც მოძალადე რეჟიმის რევანშისგან საკუთარი ოჯახის, ქვეყნის, ერის დაცვა საკუთარ საქმედ და ბედისწერადაც მიგვიჩნევია.”
კომენტარები