თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი Gallup international-ის კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 83% ამბობს, რომ ქვეყნის დასაცავად იბრძოლებს ომის შემთხვევაში და წერს:
აი ეგ 83% მანახეთ ვინ არიან და სად, და მერე თუ გინდა მამკლა. ამათი მეზღაპრე-მოქეიფე რა ვთქვი, თუ ერთმანეთში ომს არ გულისხმობდა გამოკითხვა.
ცნობისთვის, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Gallup international-ის ახალი კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში მოხვდა, რომლის ყველაზე მეტი მოქალაქეც აცხადებს, რომ მზადაა იბრძოლოს, თუ ქვეყანაში ომი იქნება.
კვლევის ავტორების განცხადებით, ხუთეული ასე განაწილდა:
- სომხეთი — 96%;
- საუდის არაბეთი — 94%;
- აზერბაიჯანი — 88%;
- პაკისტანი — 86%;
- საქართველო — 83%.
ხოლო იმ ქვეყნებს შორის, სადაც ომის შემთხვევაში ყველაზე მეტი ადამიანი აცხადებს, რომ თავად არ იბრძოლებს, მოხვდა:
- იტალია — 78%;
- ავსტრია — 62%;
- გერმანია — 57%;
- ნიგერია — 54%;
- ესპანეთი — 53%.
კომენტარები