TKT.GE ფეხბურთზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„ ამ ეტაპზე გაყიდულია არსებული ბილეთების 50%. რიგში არის 273,600 მომხმარებელი“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს 26 მარტს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.
კომენტარები