დღეს ვაშლიჯვარში, წყლის მილი გასკდა, და ტონობით სასმელი წყალი ქუჩებში იღვრება.
კომპანია GWP განცხადებას ავრცელებს და წერლს, რომ წყალსადენის მაგისტრალის ქსელი ავარიულად დაზიანდა, თუმცა, არ წერს, კონკრეტულად რამ გამოიწვია ავარია და, ან ასე მოკლე ხანში, კონკრეტულად ვინ და როგორ დაადგინა, რომ ავარია იყო და არა მაგალითად, გულგრილობით, ან უყურადღებოდით გამოწვეული დანაშაული,
კომპანიის ცნობით, “წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაცლისთანავე დაიწყება.”
ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 24 მარტს, 15:30 საათიდან 25 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
ვაშლიჯვრის დასახლებაში: სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, გელოვანის, იასამნის, ემუხვარის და თოფურიას და მაჭავარიანის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების მე-2ა, მე-3 ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩემი ქალაქი მკლავს, კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს ადგილიდან და წერს:
ვაშლიჯვარში კვლავ ასეთი მდგომარეობაა!40 წუთია სასმელი წყალი ასე იღვრება.
კომენტარები