მმართველი პარტია საარჩევნო კოდექსს ცვლის – ცვლილებების თანახმად, უქმდება საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევი 40-პროცენტიანი ბარიერი.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
149-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს წევრად
არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი
ხმა მიიღო. თუ აღნიშნულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში
მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა
კანდიდატმა თანაბარი რაოდენობით მიიღო, ამ კანდიდატთაგან არჩეულად
ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა,” – წერია კანონპროექტში.
ოპოზიციის თქმით, დადასტურდა ინფორმაცია, რომ “ქართულ ოცნებას” ახლა მხარს მხოლოდ მოსახლეობის 35% უჭერს, რაც გამორიცხავს უმრავლესობით ხელისუფლებაში დარჩენას.
კომენტარები