სარეცხი მანქანა ყველას გვაქვს, მგონი, სახლში უკვე, აღარ ითვლება ფუფუნების საგნად, იმდენ დროს ვზოგავთ, იმდენნაირი ფუნქციებია აქვს ისე გასარეცხად, რომ არ დაზიანდეს ტანსაცმლის, თუ თეთრეულის ხარისხი, რომ თუ ყველა წესს დაიცავ, თითქმის წარმოუდგენელია, ქსოვილი დააზიანო. სარეცხი მანქანის ვარგისიანობის ვადა, ზოგადად, 8–11 წელია, გააჩნია, როგორ მოვუვლით და მოვუფრთხილდებით, როგორ მოვუსმენთ, ის აუცილებად მოგვცემს ნიშნებს, როცა პროფესიონალის დახმარება დასჭირდება. ამ ნიშნებზე ცოტა ქვემოთ გიამბობ, მანამდე კი, გეტყვი, რა შემთხვევაშია აუცილებელი პროფესიონალის ჩართვა:
–თუ სარეცხი მანქანა არ მუშაობს
–თუ კარი არ იკეტება
–თუ არ ივსება წყლით
–თუ სარეცხი აშკარად არ არის კარგად გარეცხილი და გავლებული.
ნუ ეცდები „გმირობას“, არ არის საჭირო ყველაფრის ხელოსანი იყო.
–ვიდეოებს ვუყურე, როგორ ამემუშავებია მანქანა, როგორ დამეშალა, რა ნაწილები უნდა შემემოწმებია – მითხრა მეგობარმა, რომელმაც სულ რაღაც 4–5 წლის სარეცხი მანქანა საკუთარი ხელით „მოკლა“, რადგან ჯერ არასწორად დაშალა და შემდეგ არასწორად ააწყო და თან ელექტროენერგიასაც მიუერთა. მთელი ორი დღე ვიდეოებს უყურა, მერე სამი დღე შლიდა და კიდევ სამი დღე აწყობდა – მთელი რვა დღე – სარეცხი მანქანის საკუთარი ხელით „მოსაკლავად“. ბევრად უფრო პოზიტიური იქნებოდა, გაეჩუქებია, იქნებ, იმ სხვას მაინც მოეფიქრებინა ხელოსნის გამოძახება, ბევრად უფრო მომგებიანი და გონივრული იქნებოდა, სარეცხი მანქანის ხელოსანი გამოეძახებინა და ბოლოს, ბევრად უფრო ბიუჯეტურიც იქნებოდა ეს გზა, რადგან, ბოლოს, იმის გასაგებად, რომ ნამდვილად გამოუსადეგარი გახადა მანქანა, მაინც ხელოსნის გამოძახება დასჭირდა და თანაც, ახალი სარეცხი მანქანის ყიდვისთვისაც გაიღო ფინანსები. დაკარგულ რვა დღეზე, რომლიდანაც მხოლოდ ის ისწავლა, როგორ გახადოს სარეცხი მანქანა გამოუსადეგარი – აღარაფერს ვამბობ.
თუ რამე კარგია ამ ამბავში, ის, რომ ხელოსანმა, რომელიც ინტერნეტით მოძებნა და გამოიძახა, ასწავლა, როგორ ისარგებლოს ძველი სარეცხი მანქანის ჩაბარების სერვისით.
ჩემი სარეცხი მანქანა დაიბლოკა
50 წლის წინ ვინ იფიქრებდა, რომ შეიძლება ერთ დღეს სარეცხი მანქანა „გაგებუტოს“, დაიბლოკოს და შენი არ ესმოდეს, ვერც თავად გაგებინებდეს რამეს? ისევე, როგორც, მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა გქონოდა ისეთი სარეცხი მანქანა, რომელსაც ექნებოდა ამდენი ფუნქცია?
მაინც რა იწვევს სარეცხი მანქანის დაბლოკვას? – მიზეზები სხვადასხვანაირია, შესაძლოა, ეს იყოს ელექტრო სარქველი, შესაძლოა, მართვის პლატა, ან დრენაჟი, ანდაც ფილტრები და ტუმბო და ა.შ. თუ მეზობელი, ან მეგობარი გეტყვის: – იცი, ჩემი სარეცხი მანქანაც დაიბლოკა შარშან, გუშინწინ და ხელოსანმა ამ გზით განბლოკა – გაითვალისწინე, რომ შენ არ იცი, მისი მანქანა რა მიზეზის გამო იყო დაბლოკილი და შენი რა მიზეზის გამო დაიბლოკა. როგორც დაბლოკვის მიზეზებია განსხვავებული, ასევე განსხვავებულია განბლოკვის წესები, ერთი და იგივე კოდი, ყველა ბლოკს ვერ მოხსნის. თუ კულინარი ხარ, ხორცს და ბოსტნეულს ერთნაირად ამზადებ? და თუ მშენებელი ხარ, ხის და ბეტონის სახლებს ერთი და იგივე წესით აშენებ? მაშ, რატომ თვლი, რომ სარეცხ მანქანას სპეციალისტი არ სჭირდება და ყველა პრობლემაზე ერთი და იგივე კოდით უნდა განიბლოკოს? არა, თუ მაინცდამაინც ახალის ყიდვა გსურს და აღარ გინდა გემსახუროს – ნება შენია, მაგრამ, თუ გინდა, ისევ გემსახუროს, მიეცი სპეციალისტს საშუალება, დაეხმაროს და „განკურნოს“.
არც ის დაგავიწყდეს, რომ მხოლოდ განბლოკვა არ არის გამოსავალი, დაბლოკვის მიზეზი უნდა დადგინდეს და შესაბამისად, აღმოიფხვრას, რათა ისევ და ისევ არ დაიბლოკოს, რათა, შემდგომ ამ, შესაძლოა პატარა მიზეზმა, დიდი და სერიოზული პრობლემა არ გამოიწვიოს.
პირველად კი არ მაქვს სარეცხი მანქანა!
სულ ერთია, მერამდენე სარეცხი მანქანა იყიდე უკვე, თუ ბევრი იყიდე, – ესე იგი, მალ–მალე გიფუჭდება და მით უფრო უნდა იყოს ყურადღებით. ყველა სარეცხ მანქანას თავისი ინსტრუქცია აქვს მოხმარების თუ უსაფრთხოების და გაეცანი როცა ახალ მოდელს იყიდი, ნუ იტყვი, რომ უკვე გქონდა სხვა მოდელის სარეცხი მანქანა და ამიტომ, არ გჭირდება ინსტრუქციის გაცნობა.
7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც
სარეცხ მანქანას აზიანებს
შესაძლებელია, შენი სარეცხი მანქანა, უბრალოდ, “დაბერდა”, მაგრამ თუ ჯერ ისევ “ქორფაა” და პრობლემები უკვე დაეწყო, ესე იგი, რაღაცას სწორად არ აკეთებ, რაღაცას აკლებ, ან იმაზე მეტს ავალებ, ვიდრე შეუძლია. ყველაზე ხშირად ამ შეცდომებს უშვებენ ადამიანები და თუ გინდა, დიდხანს, ხარისხიანად გემსახუროს, გაითვალისწინე:
არ გამოიყენო სარეცხ მანქანაში ხელით რეცხვისთვის განკუთვნილი ფხვნილი.
არ შეყარო გათვლილ წონაზე მეტი სარეცხი.
არ დატოვო გარეცხილი სარეცხი დიდი ხნით დოლურაში.
გაწმინდე ფილტრი თვეში ერთხელ მაინც.
ნივთების გარეცხვამდე შეამოწმე ჯიბეები, არ უნდა შეგყვეს დოლურაში ხურდა, გასაღებები, ბრელოკები, სალფეთქები, სათამაშოები – გარდა იმისა, რომ ნივთები ფუჭდება და რამდენი ყურსასმენი გავაფუჭე სარეცხ მანქანაში, აღარც მახსოვს, ზიანდება მანქანის ბარაბანი, ან მილი, რომელშიც შეიძლება გაიჭედოს მანქანაში მოხვედრილი ნივთები და ნაწილობრივ ან სრულად გამოიყვანოს მწყობრიდან სარეცხი მანქანა.
გაწმინდე სარეცხი მანქანის ფხვნილის უჯრა, მართვის პანელი, ბარაბანი და რეზინები სველი, კარგად გაწურული ტილოთი პერიოდულად – რათა შემცირდეს ნადების წარმოქმნა და შესაბამისად, დაზიანების რისკი.
გარეცხილ სარეცხს როცა გამოიღებ მანქანიდან, კარი ღია დატოვე მცირე ხნით, შიდა სივრცის ვენტილაციისათვის, გამოშრობისათვის, რათა თავიდან ააცილო სარცეხ მანქანას ობი და უსიამოვნო სუნი.
ახლა გაიფიქრე, რომ ძალიან მარტივ წესებზე გესაუბრები? და ასეთი მარტივი დეტალები, როგორ გამოიწვევს მანქანის გაფუჭებას? როგორ შეიძლება თვეში ერთხელ ფილტრის გაწმენდამ, კარის ღიად დატოვებამ, ან სწორი სარეცხი ფხვნილის შერჩევამ, თავიდან აგარიდოს პრობლემები? – არადა, ზუსტად ასეა, სწორედ ასეთი პატარა შეცდომები განაპირობებს საბოლოოდ მის გაფუჭებას, ან გამოუსადეგრ მდგომარეობამდე მიყვანას.
როგორ უნდა მოვუაროთ სარეცხ მანქანას, რომ დიდხანს გვემსახუროს – ამაზე უკვე გესაუბრე, ისიც მოგიყევი, რა შემთხვევაში გჭირდება ხელოსნის გამოძახება, რადგან, სამწუხაროდ, უნივერსალური წესი, რომ სრულად დააზღვიო ტექნიკა და ყოველთვის გამართულად იმუშაოს, არ არსებობს, ამიტომ ახლა უკვე უკვე დროა გითხრა:
რატომ უნდა მიმართო სპეციალისტს და არავის სხვას!
გარდა იმისა, რომ პროფესიონალია და აქვს ტექნიკური ცოდნა, მას აქვს ასევე საჭირო ხელსაწყოები, თუ ნაწილები, გამოცდილია და ზუსტად იცის, რა შემთხვევაში, რა უნდა გააკეთოს, შესაბამისად, რისკი იმისა, რომ არასწორი მოქმედებით მეტად დაზიანდეს ტექნიკა, მინიმუმამდე მცირდება.
პირველ რიგში, საჭიროა სწორი დიაგნოსტირება, ყველამ ვიცით, რომ პრობლემას ვერ გადავჭრით, თუ არ ვიცით, რა არის პრობლემა.
მეორედ და არანაკლებ მნიშვნელოვანია, პრობლემის აღმოფხვრა ისე, რომ სხვა ნაწილი არ დაზიანდეს, ისე, რომ ხელმეორედ არ გაფუჭდეს რამდენიმე დღეში, ისე, რომ სარეცხმა მანქანამ ძველებურად ხარისხიანად გააგრძელოს მუშაობა.
მესამე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია – ფინანსების დაზოგვა. თუ სარეცხი მანქანის შეკეთებას პროფესინალს ანდობ, ბევრად უფრო ბიუჯეტური იქნება ხარჯი, სწორი დიაგნოსტირება – ზუსტად იმ ნაწილის გამოცვლით, ან შეკეთებით სრულდება, რომელიც გაფუჭებულია, შესაბამისად, არც რამდენიმე ნაწილის „მოსინჯვა“ გიწევს და არც ახლის ყიდვა.
მეოთხე მიზეზი, რის გამოც პროფესიონალს უნდა მიმართო – კომფორტია. სარეცხი მანქანის გაფუჭება ძალიან დიდი დისკომფორტია, არც კი ვიცი, სხვამ რამ შეიძლება ასეთი დისკომფორტი გამოიწვიოს, წლის ნებისმიერ დროს, ალბათ, წყლის გათიშვამ, ან ელეტქროენერგიის გამორთვამ. შესაბამისად, მისი სწრაფად შეკეთება – კომფორტია. და ვის შეუძლია სწრაფად შეაკეთოს? – ცხადია, პროფესიონალს, მას, ვისაც ცოდნაც აქვს და პრაქტიკული გამოცდილებაც.
ჩამოგითვლიდი იმასაც, კონკრეტულად რა სამუშაოებს ასრულებს ხელოსანი, მაგალითად, ტუმბოებს, ფილტრებს ცვლის და ასუფთავებს, ან ცვლის, ასევე, გაფუჭებულ ნაწილებს შეცვლის, გაჭედილ ნაწილებს კი გაწმენს, მილები თუ დაზიანებულია, შეცვლის ან შეაკეთებს, ძრავის პრობლემებს აღმოფხვრის, ბლოკს განბლოკავს და ა.შ., – მაგრამ, თუ შენ, ვინც ახლა ამას კითხულობ, სარეცხი მანქანის ხელოსანი არ ხარ, არც შენ იცი რა სჭირს შენ მანქანას და არც მე – შესაძლოა, კიდევ სხვა მიზეზი და პრობლემაა, ამიტომ, მარტივად გეტყვი – აკეთებს ყველაფერს, რისი შეკეთებაც, გამოცვლაც შესაძლებელია.
და მაინც, თუ შეკეთებას არ ექვემდებარება, არ დაგავიწყდეს, რომ არსებობს ძველი სარეცხი მანქანების ჩაბარების სერვისი.
რამდენია მომსახურების ღირებულება?
სარეცხი მანქანის შეკეთების ღირსებულება დამოკიდებულია იმაზე, რა დაზიანება აქვს მანქანას, რომელი ნაწილია შესაკეთებელი, ან შესაცვლელი, რამ გამოიწვია დაბლოკვა, რადგან, გარდა განბლოკვისა, დაბლოკვის მიზეზის უნდა იყო გაგებული და აღმოფხვრილი.
რაც მთავარია, არსებობს ინტერნეტ სივრცეში ადგილი, სადაც პროფესიონალი, გამოცდილი ხელოსნების კონტაქტებია თავმოყრილი, შეგიძლია აარჩიო იმის მიხედვით, სად, რომელ ქალაქში გსურს გამოძახება, შეგიძლია აარჩიო კომენტარების მიხედვით, ისინი, ვინც უკვე ისარგებლეს კონკრეტული ხელოსნების მომსახურებით, განცხადებების ქვემოთ საკუთარ გამოცდილებაზე წერენ, შეგიძლია აარჩიო, დროის მიხედვით, ვის როდის სცალია და როდის გჭირდება რომ მოვიდეს, ან უბრალოდ, კომუნიკაციის მიხედვით, ვისთან უკეთესად შედგება სატელეფონო კომუნიკაცია. ისიც ხომ იცი, რომ სადაც კონკურენციაა, სადაც დიდი არჩევანია, იქ ფასის არჩევანიცაა, როგორც წესი.
ცხადია, გისურვებ, რომ არ გიმტყუნოს არც ერთმა ტექნიკამ, მათ შორის, არც სარეცხმა მანქანამ, მაგრამ ეგ ხომ ზღაპარი და ტყუილი იქნება, ამიტომ, გეტყვი, მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ ნებისმიერი პრობლემა შეიძლება მოაგვარო მინიმუმი დისკომფორტით!
კომენტარები