ცნობილი კომპანია „სონის“ თანადამფუძნებელმა, აკიო მორიტამ, თქვა: „როგორი კარგი და იღბლიანი უნდა იყო, როგორი ჭკვიანი და მოხერხებული, შენი საქმე და შენი ბედი იმ ხალხის ხელში, ვისაც ქირაობ.“ – არ ვიცი, დღეს რამდენად ითვალისწინებენ დამსაქმებლები მორიტას ამ სიტყვებს, თუ არ ითვალისწინებენ, სულ ტყუილად, რადგან რა საქმესაც უნდა აკეთებდე, წარმატებასაც და წარუმატებლობასაც, ხარჯსაც და დანაზოგსაც, განსაზღვრავს ის, თუ ვის ქირაობ.
ვინ უნდა ვიქირაო? – გაიფიქრებ, ალბათ და და გკითხავ – ვინ გჭირდება?
სანადიროდ წასულხარ? ხომ წინასწარ უნდა განსაზღვრო დათვზე ნადირობ, თუ ფრინველზე? რომელი იარაღი, როგორი ტყვია დაგჭირდება, ხომ წინასწარ უნდა იცოდე? ან თუ სათევზაოდ მიდიხარ, ხომ აქვს მნიშვნელობა ზღვაში თევზაობ, ტბაში, თუ მდინარეში? რა თევზის დაჭერა გინდა, ხომ ამის მიხედვით არჩევ სატყუარას?
იგივეა სამუშაოს შემთხვევაშიც, ზუსტად უნდა იცოდე, რა საქმის შესასრულებლად ვინ გჭირდება.
ვინ მჭირდება?
რა უნდა ვიცოდე მანამ, სანამ დღიურ მუშას დავიქირავებ?
– საწარმო მაქვს და ყოველ საღამოს და დილით, ტვირთი მაქვს გასატანი და შემოსატანი; ბაღის მოვლა მინდა; ჩემ მეგობარს მშენებლობიდან სამშენებლო ნაგავი აქვს გასატანი; ვიღაცას კიდევ ნაგებობის დემონტაჟი უნდა – გამოდის, დღიური მუშა გვჭირდება, განა, ამის ცოდნა საკმარისი არ არის?
ჩემ მეგობარს შეხვერაზე აგვიანდებოდა და პირველივე სალონში შევიდა თმების დასავარცხნად, ვის სცალიაო, იკითხა და პირველივე სკამზე, სადაც მიუთითეს, დაჯდა, თან ტელეფონში იყო თავჩარგული. ცოტა ხანში, თმის დამწვრის სუნი ეცა – წამოხტა, მზად იყო საჩხუბრად და ხელთ შერჩა გოგონა ვირუსიანი, თვალებჩაწითლებული, სიცხიანი, და მიხვდა, რომ თავიდანვე რომ დაინტერესებულიყო და მინიმუმ შეეხედა ვის ანდობს საკუთარ თავს – ეს შედეგი არ დადგებოდა. ასე რომ, არა, იმის ცოდნა, რომ კონკრეტულად დღიური მუშა გჭირდება, არ არის საკმარისი.
პირველ რიგში უნდა იცოდე, სად ეძებო, თუ ხეხილის ბაღში მკერავს ეძებ – ცუდია, მაგრამ უარესია, თუ ამ ხეხილის ბაღში მართლაც იპოვი მკერავს, რადგან, დიდი ალბათობით, შენი საქმის ბედი არც თუ სახარბიელო იქნება. არ შეიძლება შედეგი დამოკიდებული იყოს გამართლებაზე, რადგან, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, როგორი იღბლიანიც უნდა იყოს, შენი საქმის ბედი მაინც იმაზეა დამოკიდებული, ვის ქირაობ.
შემდეგი კითხვები, რომლებზედაც პასუხი უნდა გქონდეს, სანამ ვინმეს დაიქირავებ ასეთია – რა პრობლემა უნდა მოაგვაროს პირმა ვისაც ეძებ?; რა შედეგს ელი მისგან?; რა ტექნიკურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს? რა თვისებები უნდა ჰქონდეს, რომ თანამშრომლობა შესძლო მასთან?
თუ იცი, სად უნდა ეძებო დღიური მუშა და თუ უკვე გაეცი პასუხი კითხვებს, რომლებიც ზემოთ დავსვი და უკვე ისიც იცი, რას ელი მისგან – გილოცავ, შენ უკვე პირველ წარმატებას მიაღწიე და შემდეგი მოქმედებაა – არჩევა. ამისათვის გჭირდება სამი რამ – ინტერნეტი, ტელეფონი, ან კომპიუტერი და სავარძელი.
სავარძელი მნიშვნელოვანია?, – მკითხავ, – არა, ცხადია, მხოლოდ სასურველია, მაგრამ რაკი მხოლოდ სავარძელზე დამისვი კითხვა, ესე იგი, მეთანხმები, რომ პირველი ორი აუცილებელია. შემდეგ, შედიხარ საიტზე სადაც დღიური მუშების განცხადებებია და განცხადებებთან ერთად აუცილებლად ეცნობი კომენტარებს, რადგან ისინი, ვინც უკვე ისარგებლეს ამ ადამიანების მომსახურებით, რეკომენდაციებში მოგიყვებიან საკუთარ გამოცდილებაზე და ეს წაგადგება.
და რომ წავიდე და ქუჩიდან ავიყვანო ვინმე? – ჯერ ერთი რატო? – როცა უკვე არსებობს სავარძელი, ინტერნეტი და ტელეფონი, ან ლეპტოპი? რა საჭიროა? მეორე – რატომ უნდა მოძებნო იქ, სადაც ნებისმიერ საქმეზე გეუბნებიან, რომ კი, იციან? რატომ უნდა მოძებნო იქ, სადაც არც კომენტარებია, არც რეკომენდაციები? არც ის იცი, ხვალ ტელეფონის იგივე ნომერი ექნება პირს, თუ არა?
როგორ უნდა ვიპოვო სამუშაო დღიურ მუშად? – 3 ნაბიჯი
სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ვერ პოულობენ კვალიფიციურ, პროფესიონალ კადრებს, ნებისმიერ საქმეს ცოდნა, გამოცდილება სჭირდება. უამრავ ადამიანს ვიცნობ, ვინც თავისი საქმის პროფესიონალია და ასევე ვიცნობ ადამიანებს, ვინც კადრების სიმცირეზე წუწუნებს. გამოდის ეს ადამიანები ვერ პოულობენ ერთმანეთს, სხვადასხვა სივრცეებში ეძებენ ერთმანეთს, ვერ ხვდებიან ერთმანეთს.
რა უნდა გააკეთო, რომ იმ დამსაქმელებლს შეხვდე, ვინც შენ გჭირდება?
-
განცხადება
პირველ რიგში შექმენი ისეთი განცხადება, რომელიც მიიპყრობს სწორედ იმ პირთა ყურადღებას, ვინც გინდა მომავალში შენი დამქირავებელი იყოს. აჩვენე მათ, რომ სწორედ შენ ჭირდები. მოერიდე შაბლონურ ტექსტებს, გულწრფელად აღწერე რას უნდა ელოდოს შენგან და რა ფასად, რა არის შენი დადებითი და ძლიერი მხარეები, როგორი გამოცდილება გაქვს.
ამ შემთხვევაში, სიჩქარე მეგობარია – შრომის ბაზარი ცვლადია, ვიღაცეები საქმდებიან, ვიღაცეები ასაქმებენ და თუ შენ ისევ არ გამოგეხმაურა არავინ, ესე იგი, რომელი პუნქტი გამოტოვე, ვერ დააინტერესე, ან იქ არ განათავსე შენი განცხადება, სადაც საჭირო იყო.
-
კრიტერიუმები:
ყველა დამსაქმებელი, რაღაც ნიშნით ეძებეს ადამიანებს, ხომ? იმის გათვალისწინებით, რა საქმეს ასრულებ, დაახლოებით უნდა იცოდე, რა კრიტერიუმით მოგძებნის დამსაქმებელი, თუმცა, არსებობს რამდენიმე მზა წესი:
პროდუქტიულობა – ერთი ადამიანი მეორეს იმიტომ ასაქმებს, რომ სარგებელი მოუტანოს, ხარისხიანად შეუსრულოს საქმე. შენი სარგებლიანობა პირდაპირ დამოკიდებულია მისთვის შედეგზე.
პიროვნული თვისებები – პიროვნული თვისებები ტყუილად როდი დგას მეორე ადგილზე, თუმცა, დამსაქმებელს გააჩნია, ზოგჯერ, სულაც პირველ ადგილზე ინაცვლებს. პიროვნული თვისებები „საიდუმლო იარაღია“, რომელიც ძალიან გეხმარება. კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლიანობა, პუნქტუალობა, მოწესრიგებულობა – ძირითადად ეს თვისებები იქცევს ყურადღებას.
ცოდნა – გარეთ 21–ე საუკუნეა და ცოდნაში თითქმის აღარავინ გულისხმობს რამდენიმე დიპლომს, 15 დიპლომიც რომ გქონდეს, პროფესიული უნარები და შესაძლებლობები თუ არ გაქვს, ამ უნარებს და შესაძლებლოებს თუ ვერ იყენებ, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ.
მოტივაცია – დამსაქმებელთა დიდი ნაწილი თვლის, რომ მოტივაცია მხოლოდ თანხა არ უნდა იყოს და უნდა მოგწონდეს იმის კეთება, რასაც აკეთებ. თუმცა, სამუშაოს შესაფერი ანაზღაურება, იყო და დარჩება ერთ–ერთ მთავარ მოტივაციად.
გამოცდილება – ამბობენ, რომ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელი საჭირო პირს ეძებს. მე კი გეტყვი იმას, რომ გამოცდილებას გააჩნია – უარყოფითი დახასიათებას რეკომენდაციის არარსებობა სჯობს. და გახსოვდეს, ადამიანები, რომლებმაც გამოიყენეს უკვე შენი მომსახურება, განცხადებების ბოლოს კომენტარებს, იგივე რეკომენდაციებს წერენ და თუ შენ ახლა იწყებ დამქირავებლებთან ურთიერთობას, გაქვს შანსი პირველი, დადებითი რეკომენდაცია მოიპოვო.
დეტალები – დამსაქმებელთა უმრავლესობას მოსწონს, როცა დეტალურად გამოკითხავთ რა სახის სამუშაოა შესასრულებელი, რა ვადებში, სამუშაოს ნიუანსებს თუ წინასწარ გაარკვევთ, ფასსაც უფრო მეტი სიზუსტით დაუთვლი, პირველ რიგში და გარდა ამისა, არავის სურს იმ პირის დაქირავება, რომელიც თანხმდება სამუშაოს, რომლის ნიუანსებიც არ იცის, რადგან თუ ნიაუნსები არ ეცოდინება, როგორ უნდა იცოდეს, შეძლებს, თუ ვერა?
3. სერვისზე ახალია
პირველი ორი ამოცანის შესრულების შემდეგ, მესამე, პირველ ორზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
უკვე გაითვალისწინე კრიტერიუმები, შეადგინე განცხადება სწორად და ახლა უნდა დაგეგმო, სად განათავსო. თუ არასოწრ ადგილას ათავსებ, ან ვერავინ წაიკითხავს, ან ის წაიკითხავს, ვინც არაა შენი დამსაქმებელი. როგორც ზემოთ ვთქვი, თუ მკერავი ხარ, არ აკრავ განცხადებებს ხეხილის ბაღში. თუ ქუჩაში ტოვებ განცხადებას, არც ის დაგავიწყდეს, რომ ხან თოვს და წვიმს, ხან ქარია და ცივა, ხანაც მზე ისე აჭერს, რომ განცხადებების წაკითხვის თავი გვაქვს კი არა, ჩანთიდან წყლის ბოთლის ამოღებაც გვეზარება და ხო, არ დაგავიწყდეს, სავარძელი, ტყუილად ფიქრობ, რომ უმნიშვნელოა, რადგან შანსი იმისა, რომ დაგირეკავს ადამიანი, რომელიც დილით თუ საღამოს, კომფორტულად ზის, სასიამოვნო ტემპერატურაში და ეცნობა განცხადებებს ინტერნეტით, უფრო მაღალია, თან ბევრად, ვიდრე იმის შანსი, რომ ქუჩაში მიმავალს თავში რომ დამეცემა შენი განცხადება, ან წაკითხვის თავი მექნება, ან დარეკვის.
არ დაგავიწყდეს – თუ ჯერ კიდევ არ დაგისრულებია წინა სამუშაო, ან შეკვეთა – განცხადების განთავსების შემდეგ, პირველ რიგში ის დაასრულე, რადგან არავის სურს მისი დაქირავება, ვინც დაუმთავრებელი დატოვა წინა საქმე.
გახსოვდეს, განცხადებას ათავსებს იმ კატეგორიაში, რა კატეგორიაშიც გინდა მუშაობა, მაგალითად, გინდა დღიური სამუშაო 50 ლარად? – არის ასეთი კატეგორია, გინდა დღიური სამუშაო 100 ლარად? – ასეთი კატეგორიაცაა.
პირველი სამუშაო შეხვედრა, პირველი სამუშაო საათი, პირველი სამუშაო დღე, გადამწყვეტია, თუნდაც, ერთდღიან სამუშაოზე, რადგან კარგი რეკომენდაციები შენი სავიზიტო ბარათი გახდება. კომფორტი, ნდობა – ეს ის თვისებებია, რომლებიც დამსაქმელებს უნდა გაუჩნდეს, ისევე, როგორც, შენ უნდა გქონდეს ყველა საჭირო პირობა შექმნილი მუშაობისთვის.
რაც მთავარია, არც შენ დაგავიწყდეს სავარძელი, რომელზედაც სულ ტყუილად გაგეღიმა პირველ ჯერზე როცა ვახსენე, რადგან, ამიერიდან, შენც შეგიძლია სამუშაოსა და სამუშაოს შორის, დამსაქმებლის ზარს სავარძელში მოსვენებული დაელოდო და არა ქუჩაში.
აბა, რას იტყვი, მეთანხმები? საჭიროა მუშახელი და დამსაქმებელი ერთ სივრცეში შეხვდეს ერთმანეთს, თუ სხვადასხვა სივრცეებში უნდა იარონ და ელოდნონ, როდის შეიძლება გადაიკვეთონ?
კომენტარები