რა გამოძიება უნდა დაიწყოს ხალხო, 2-3 ადამიანს თავი ატკივდა – ასე პასუხობს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რუსეთის გრუ-ს დანაყოფის სპეცოპერაციას თბილისში:
„რა გამოძიება უნდა დაიწყოს ხალხო. გამოძიება არ დაწყებულა. ის ადამიანი მუშაობდა ამერიკის საელჩოში, იყო მართლმსაჯულების მიმართულებით მომუშავე ადამიანი. მისი მეუღლის მოწამვლაზე საუბრობენ, ახლა გაახსენდათ 2023 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც გამოძიებაც კი არ არის დაწყებული. ამ ამბავში ჩართული იყო, რაღაცა ამბავი რომ იყო და რაც მე ინფორმაცია მაქვს, 2 თუ 3 ადამიანს თავი ატკივდა, იეჭვიანეს რაღაცაზე და გამოძიებაც კი არ დააწყებინეს თავად ამერიკელებმა”
კომენტარები