პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში საქართველოსა და სომხეთის დემოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებს და წერს:
„ამ ცხრილებში მოცემულია ბუნრბრივი მატების მაჩვენებლების შედარება საქართველოსა და სომხეთს შორის.
საქართველოში მდგომარეობა უკიდურესად საგანგაშოა. ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად უარესდება მოსახლეობის ბუნებრივი მატების მდგომარეობა. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში გარდცლილთა რიცხვი აღემატება დაბადებულთა რაოდენობას.
სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა ჩვენ მეზობელ სახელმწიფოში-მიხედავად იმისა, რომ 5 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ომში ამ პერიოდში, არ ყოფილა ერთი წელიწადიც კი, ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ყოფილიყო უარყოფითი.
2014-2023 წლებში სომხეთში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი იყო 89 ათას კაცი, მაშინ როდესაც საქართველოში მხოლოდ 12 ათასი. ეს მაშინ, როცა სომხეთის მოსახლეობა თითქმის ერთი მილიონით ნაკლებია საქართველოსთან შედარებით.
კატასტროფული მდგომარეობაა. სხვა სიტყვებით ამ მოვლენას ვერ აღწერ.“


კომენტარები