ლეიბორისტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,მოკლედ ადამიანი,როგორც სჩანს მოგონებებზე ტივტივებს. ახლა გამახსენდა ეპიზოდი,მოსკოვში,დიპლოატიური აკადემიაში, ჩემი პროფესორის მირზა ავაქოვის დაკრძალვიდან 1987 წელს.აცხონოს ღმერთმა,კარგი მეცნიერი და პიროვნება იყო,განსაკუთრებულ ყურადღებას გვაქცევდა კავკასიელებს.როდესაც გადაიცვალა რა თქმა უნდა ჩავფრინდი მოსკოვში. კუნცევოს სასაფლაოზე სამგლოვიარო მიტინგი გვაქვს და ამ დროს ხალხის მასაში შემორბის ცხვირგაწითლებული მესაფლავეების უფროსი თუ ბრიგადირი და მთელი პრინციპულობით გვიცხადებს—ამხანაგებო, დროზე დაამთავრეთ,ჩვენ შესვენება გვეწყება.მოვკიდე ხელი,გავიყვანე გვერდზე და როგორ კი ოცდახუთმანეთიანი ჩავუდე ფართო ჯიბეში,ეგრევე იყვირა,გააგრძელეთ ბიჭებო,თუნდაც საღამომდე,ჩვენ დაგელოდებით. (Продолжайте ребята хоть до вечера мы будем ждать) მოკლედ,როგორც სჩანს ჯოჯოხეთის განათებამდე ზოგჯერ ქრთამი სასაფლაოდანვე იწყებს ნათებას”
კომენტარები