3 აპრილს, თბილისში, AWS User Group-ის ორგანიზებით და თიბისის და Space International-ის მხარდაჭერით ტექ ღონისძიება გაიმართა, რომელიცფოკუსირებული იყო მოწინავე ტექნოლოგიებზე, კერძოდ, ისეთ თემებზე, როგორიცაა პლატფორმისინჟინერია, Gen AI და AWS Direct Connect.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და თეორიულ ცოდნასადა პრაქტიკულ გამოყენებას შორის კავშირის დამყარებას. თიბისი უკვე მეორედ მართავს ტექკომუნისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრას.
ღონისძიების მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენუახლეს ტექნოლოგიებს და მათი გამოყენების მეთოდებს წამყვან კომპანიებში. ასევე, სხვადასხვატექნოლოგიურმა გადაწყვეტებმა რა სარგებელიმოუტანა კომპანიებს, მონაწილეებს საშუალებაჰქონდათ უშუალოდ გასაუბრებოდნენ ამტექნოლოგიების მომხმარებელ ტექპროფესიონალებს და ვორქშოპისას დაესვათ კითხვები.
გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალი კავშირები დაემყარებინათ წამყვან კომპანიებში მომუშავე პროფესიონალებთან. ასევე, მიეღოთ ინფორმაციაღრუბლოვანი ტექნოლოგიის უახლესი ტენდენციების, ინფრასტრუქტურის, როგორც კოდის დაკონტეინერების ორკესტრირების შესახებ.
შეხვედრა ეთმობოდა ასევე ტექ კომუნის წევრების უნარების განვითარებასაც, მათ მონაწილეობამიიღეს პრაქტიკულ სემინარებში, რომელიც დაეთმო AWS სერვისების უკეთ გაცნობას.
ღონისძიების 3 თემატურ ჯგუფად იყო დაყოფილი:
Generative AI, სადაც შესაძლებელი იყო Generative AI-ის შესახებ სრულყოფილი ცოდნის მიღება, ასევე, მისი პოტენციური აპლიკაციებისა დაინდუსტრიაზე მისი გავლენის შესახებინფორმაციის მიღება.
AWS User Group-ის თიბისის და Space International-ის პარტნიორობა განპირობებულია ღირებულებებით, რომელსაც სამივე კომპანია იზიარებს. ეს არის ტექნოლოგიური წინსვლისკენ სწრაფვა და ინოვაციების მხარდაჭერა. სამივე კომპანია აქტიურად უჭერს მხარს მსგავს ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანების სწავლასა დაგანვითარებას ტექნოლოგიურ სფეროში.
კომენტარები