ყოფილი ომბუსდმენი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს/
,,- კანონი რუსულია, რადგან მისი მიზანია ყველას მორალური და ფიზიკური განადგურება, ვინც ხელისუფლების კორუფციაზე ან დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს;
– კანონი რუსულია, რადგან ის სტრატეგიულ პარტნიორებს აცხადებს ქვეყნის საფრთხედ, ხოლო მათ მხარდაჭერას ანტისახელმწიფოებრივად;
– კანონი რუსულია, რადგან ის არის რუსული ბარიერი, აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის;
როგორ შეიძლება კანონი იყოს ევროპული, რის მისაღებადაც:
– საჯარო სექტორში დასაქმებულებს აიძულებენ გაავრცელონ ანტიდასავლური პროპაგანდა;
– პროპაგანდისტულ მედიებს დავალებული აქვთ დანაშაული დააბრალონ და ცრუ ინფორმაცია გაუვრცელონ ღირსეულ ადამიანებს;
– მოქალაქეებს აქეზებენ სიძულვილისა და აგრესიისკენ;
კანონი რუსულია, რადგან გადაგდება და სიტყვის გატეხა რუსული ხელისუფლების სტილია და არა ქართული ღირებულება.”
კომენტარები