საჯარო რეესტრმა “ალტ ინფოს” პარტია (კონსერვატიული მოძრაობა) გააუქმა. ამის შესახებ პარტიის დამფუძნებლები სოციალურ ქსელში წერენ.
„ოცნებამ“ ჩვენი პარტია გააუქმა. ჩვენ თუ ახლა გავჩერდით, ეროვნულ ფლანგს ამ ქვეყანაში მომავალი აღარ ექნება, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე…
ხელისუფლების დავალებით საჯარო რეესტრმა ოფიციალურად გამოგვიცხადა, რომ ჩვენი პარტია, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ გააუქმა,” – წერენ სოციალურ ქსელში.
როგორც საჯარო რეესტრის დოკუმენტიდან ირკვევა, წარმოების დაწყების საფუძველი
2024 წლის 3 აპრილს ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა გახდა.
კომენტარები