მომღერალი თამრიკო ჭოხონელიზე ხელისუფლებას რუსული კანონის შემობრუნების გამო აკრიტიკებს. ხელოვანი პირდაპირ ამბობს, რომ “ოცნებამ” ხალხი “გადააგდო” და მოატყუა. მისი თქმით, ცივილურ ქვეყანაში მსგავისი მთავრობა, მინიმუმ, გაწვეული უნდა იყოს.
„მსგავსი რამ “არ მოსულა”, ასეთი ღალატი, ასეთი სიცრუე, ასეთი მართლა “გადაგდება” მთელი საზოგადოების, ხალხის და მე მგონია, რომ ყველა ცივილურ ქვეყანაში და თავმოყვარე ქვეყანაში, სულ მინიმუმ, ესენი გაწვეულები უნდა იყვნენ, თუ არა დასჯა. მე არ ვიცი, სადმე ასეთი რამ ხდება? ასე უნამუსოდ თვალებში და ყურშ ნაცრის შეყრა ხალხისთვის? რაც შეეხება ამ კანონს, იმაზე არარ ვლაპარაკო, რომ ევროინტეგრაცია, უბრალო, ჩახერგილი გაქვს, მორჩა, აქ ლაპარაკი აღარ არის არაფერზე, უბრალოდ, ხალხი, რომლებიც ამ არასამთავრობოებში მუშაობენ, რომლებიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებენ ზუსტად ჩვენი ქვეყნისთვის და ისინი მონათლო შენ მტრის სტატუსით?!, – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.
კომენტარები