თბილისის მერი, კახა კალაძე:
,,მე დავიბადე საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა მათი მმართველობა არ მახსოვს, ბავშვი ვიყავი, პატარა ვიყავი, მაგრამ გადმოცემით, რასაც ამბობენ, იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. მითითებები, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს, სად გაგონილა, თქვენ გინახავთ საერთოდ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე ქვეყნის დიპლომატი, ელჩი თუნდაც გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში პარლამენტმა რა კანონი უნდა მიიღოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გაგიგიათ ეგეთი რამე?! სრული საგიჟეთია უბრალოდ რა. [ცეკას თუ ადარებთ ევროკავშირს, მაშინ რატომ ამბობთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გინდა?] ევროკავშირი მე მინდა ისეთი, სადაც არის სამართლიანობა”
კომენტარები