ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.
–ბატონო ვალერი, რა კონკრეტული მიზანი აქვს ხელისუფლებას, რომ შარშან ჩაგდებული „აგენტები კანონის“მიღებას წელს აპირებს? ბევრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიზანი ევროკავშირთან საქართველო გაწევრიანებაზე მოლაპარაკების ჩაშლა და მომავალში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევაა. ეს რამდენად რეალურია?
–„ქართულმა ოცნებამ“ ისეთი პროცესი წამოიწყო, რომ ყველა ასპექტით შეიძლება რაღაც სხვა და სხვა ელემენტები არებობდეს – ანტიევროპული, პრორუსული, რუსეთიდან დაკვეთა,საზოგადოების კონტროლი, სახელისუფლებო პრესინგი, არასამთავრობი სექტორისა და ყველა სახის მედიასაშუალებაზე კონტროლი, პოლიტიკური პროცესისა და უცხოეთიდან შემოსული თითოეული ცენტის კონტროლი… ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ეს კანონი მიიღეს, დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყანა გაჩერდება, ეს არის ხუნდები დემოკრატიისთვის. ეს აღარ იქნება ერთი ადგილის ტკეპნა, როდესაც ვერ წინ მიდიხარ მნიშვნელოვნად და არც უკან. ეს გააჩერებს დემოკრატიას ქვეყანაში. ავტოკრატია ისედაც არის ამ ქვეყანაში, რომელიც რაღაცნაირად ბალანსდებოდა დემოკრატიული ელემენტებით. ახლა ეს ბალანსიც აღარ იქნება. ამ ქვეყანაში გაისაძლისი გახდება ცხოვრება, რადგან ვისაც თავისუფლება სურს, იმ გარემოში, რომელსაც ხელისუფლება ცდილობს შექმნას, მათთვის შეუძლებელი იქნება ცხოვრება, მონები კი მონებად დარჩებიან, მათ ისედაც ადევთ ხუნდები და ამას შეგუებულნი არიან. მონობა მონობაა და მათვის არაფერი იცვლება. რა გამოუვათ და რა არა, ამას მიმდინარე პროცესი დაგვანახებს. თუ მიიღეს ეს კანონი, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოპალარაკებების დაწყებას ხელს შეუშლის, მოლაპარაკებები მანამდე გაჩერდება, ვიდრე ეს კანონი იქნება. ჩვენ აღარავინ დაგველაპარაკება, აღარ შემოგვთავაზებენ არაფერს, არც ფინანსურ ნაკადებს, არც სხვა სახის დახმარებებს. ეს ფული რომ უცხოთიდან აღარ შემოვა, მოაკლდება ბიუჯეტს, მარტო გადასახადების სახით დიდ თანხებს იხდიდნენ ისინი, უცხოური დაფინანსება ვინც ჰქონდა. ამ ხვრელის ამოსავსებად კი გაიზრდება ადმინისტრირების ხარჯები, სახელმწიფო სერვისების მომსახურება, ჯარიმები, სხვა ხარჯები. ისე ხალხის ჯიბიდან ამოიღებენ ამ ფულს. მარტო აგროსექტორში რამდენი ფული შემოდიოდა უცხოეთიდან. ჩვენი აგროსექტორი სწორედ უცხოური გრანტებით დადგა ფეხზე და თუ სადმე საბიუჯეტო გრანტები და სხვა დახმარებებია, ეს ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი ახლობლებისთვის. რაც შეეხება ევროკანდიდატის სტატუსის შეწვეტას, მაგას არ შეგვიწყვეტენ, დაგვიტოვებენ და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის გარეშე გვქონდეს, მაინც არაფერში გამოგვადგება.
– შარშან, ბოდიში და, თავიანთი გადაფურთთხებული ალოკეს, როდესაც პარლამენტის მიერ ორჯერ მიღებული კანონი უკან გაიწვიეს. ახლა იმავეს რატომ აკეთებენ? რისი იმედი აქვთ, რომ კანონს გაიტანენ, როცა ხალხმა შარშან იგივე ბრძოლა 10–0 მოუგო?
– ამათ ხალხთან მიმართებაში საერთოდ არაფერი აინტერესებს, ხალხის აზრს ამათთვის ჩალის ფასი აქვს და მხოლოდ მაშინ ითვალისწინებენ, როდესაც ძალიან უჭირთ, როდესაც მათ მმართველობას ემუქრება საფრთხე.შარშან, მარტში ძალიან გაუჭირდათ და იმიტომ დაიხიეს უკან. ზოგადად, ხელისუფლებას დღეს ძალიან უჭირს. „ქართულ ოცნებას“ შიდა კვლევები ჩატარებული აქვს, ის კი არა, რაც გამოაქვეყნეს, არამედ, ნაღდი და ძალიან კარგად იციან, რომ საპარლამენტო არჩევნებს აგებენ, ხალხი მხარს არ უჭერს. რჩებათ ერთადერთი ვარიანტი, რომ პრესინგის ქვეშ მოახერხონ, მართვის სადავეები და პროცესები ხელიდან არ გაექცეთ. უცხო არაფერია, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ამ ტიპის, ამ მორალის ხელისუფლებისგან კარგს არაფერს ველოდები. ვერ ვიხსენებ ახლო გადმოსახედიდან, რომ ასეთი მონობა ყოფილიყო ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი არ არის მეფე, იმპერატორი. კაცი ჩრდილშია და მაინც ასეთი მონური შიში აქვთ მის მიმართ. როგორ მიიბა ასე, რომ კოლექტიურად არათუ ჭაობში შეიყვანა სახელისუფლები ვერტიკალ ,პრემიერ–მინისტრიდან დაწყვებული საკრებულოს წევრებით დამთავრებული, ყველა ერთნაირ შიშში ჰყავს. თან იპარავდეს, თან ქურდობდეს, თან სხვა და სხვა დანაშაულს სჩადიოდეს და თან ასეთი ისტერიული შიშით მუშაობდეს, ეს გასაკვირია. ხალხი არავის აინტერესებს, ხალხი ამ არეალში მხოლოდ პუბლიკაა, რომელიც ბრბოა და უნდა გამოიყენონ. ეს არის მაგათი ხედვებიდან დანახული ხალხი და ხალხის ფუნქცია. აქ ჩვეულებრივი სტანდარტით ლაპარაკი შეუძლებელია.
– შევარდნაძე და სააკაშვილის ეგრე უყურებდნენ ხალხს და ბოლოს ორივეს ხელისუფლება ხალხმა დაამთავრა.
– არა, შეგეკამათები, შევარდნაძე ხალხს ეგრე არ უყურებდა. კაცი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადადგა, მერე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადადგა. სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ არ გადადგა? ხალხს გაუწია ანგარიში და გადადგა. სად ჰქონდა გარანტიები, რომ ხელახლა აირჩევდნენ პრეზიდენტად? არანაირი გარანტიები არ ჰქონდა. 2012 წელს, ისევ ხალხს გაუწია ანგარიში, როცა წაგებული არჩევნების შედგები აღიარა და გადააბარა ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“.
– ვატყობ, ერთხელაც გამოვა ხალხი და ამათ გადააყირავებს.
–გასაგებია, მაგრამ გადაყირავება არეულობის გარეშე იშვითად ხდება და ჩვენ არელობა არ გვაწყობს, საქართველო უკან აღარ უნდა წავიდეს. არ მოგეწონა ხელისუფლება და გადააყირავე, ეგ მერე უკუშედეგებს იწვევს, ამით ის ადამიანები ხეირობენ, ვინც მოდიან ხელისუფლებაში, უმეტეს შემთხვევაში, შემთხვევითი ადამიანები. ორჯერ მოხდა ამ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება და ეს ვიკმაროთ, მით უმეტეს,პირველ შემთხვევაში პოლიტიკოსები კი არა,ბანდა მოვიდა ხელისუფლებაში. თუმცა, არის შანსი და სამართლებრივი საფუძვლებიც იმისა, რომ როდესაც ქვეყანას და ხალხს არაფერი შველის და ხელისუფლების უზურპაციას აქვს ადგილი, ხალხი არა არჩევნების გზით აიღებს ხელთ მმართველობას და პასუხს გაგებინებს. მსგავსი შემთხვევების მეტი რა არის უახლეს ისტორიაში, ადგნენ და გადახედონ.
– მოკლევადიან პერსპექტივაში, „აგენტების კანონის“ მიღება, ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, რომ არჩევნები, როგორც სურთ, ისე ჩაატარონ, როგორც უნდათ, ისე გააყალბონ და მომკითხავიც არავინ იქნება. ამიტომ სურთ არჩევნებამდე ამ კანონის მიღება, რომ არასამთავროებმა და მედიამ არ გამოააშკარავოს გაყალბების ფაქტები, რასაც უცხოურ სადამკვირვებლო მისიებს მიაწვდიან და უცხოური მედიაც ფართოდ გააშუქებს.
– ეგ თავისთავად და პრესინგია ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან. ფეხბურთში რა არის პრესინგი? ერთ ფეხბურთელს მეტოქის ფეხბურთელი გვერდიდან არ სცილდება და მეორე აზღვევს, რომ არ გაექცეთ. თუნდაც უბურთოდ იყოს, უნდა შეუზღუდონ მოქმედების არეალი, რომ ბურთი არ მიიღოს. პოლიტიკური პრესინგიც ეგ არის, არავინ უნდა დატოვო უმეთვალყურეოდ, მართვის ბერკეტი ხელში უნდა გეკავოს. გრანტების გარეშე მედიასაშუალებები და არასამთავრობოები დაიხურება, ბევრი გამომცემლობა დაიხურება, რომლებიც ისეთ წიგნებს გამოსცემენ, რომლებიც ამათ არ მოსწონთ.არაერთი გრანტებით დაფინანსებული იურიდიული კომპანიაა, რომელთა ადვოკატებიც სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს იცავენ, ესეც აღარ იქნება, აგროსექტორი ზემოთ ვახსენე. სამედიცინო და გარემოსდაცვით სფეროებშია გრანტები, ისიც გქრება, ეს ყველაფერი გადაიკეტება. ხელისუფლებამ თავად რომ ჩაანაცვლოს ეს ყველაფერი, ეგ კარგი იქნება, მაგრამ არ მოხდება. ხელისუფლება თავად არის მძარცველური და შეუძლებელია, მან კომპენსირება გაუკეთოს იმ გრანტებს, რომლებიც უცხოეთიდან შემოდის. მიდან ყველაფერზე, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ. არჩევნების კონტროლისას სხვა გზას ვერ ხედავე, ეს კანონი სჭირდებათ, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგები შეინარჩუნოს.
–გაიტანენ თავისას? შესძლებენ ამ კანონის მიღებას?
– ეგ ქართველ ხალხს უნდა ვკითხოთ, ვნახოთ დღეს რა მოხდება… სტუდენტობამ ბოლომდე უნდა გააცნობიეროს ამ კანონის მიღების შემთხვევაში რასთან ექნება მერე საქმე, ბუნებრივია სერიოზული საპროტესტო რეაქცია იქნება მათი მხრიდან. ვფიქრობ, სტუდენტობა ბოლომდე დაინახავს იმ საფრთხეს, რაც ამ კანონპროექტში დევს. მისი კანონად ქცევა,არც ერთ თავისუფალ, თავისუფლების მოყვარე, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს არ გააჩერებს ქვეყანაში. მერე ნახე შენ ემიგრანტების რიცხვის ზრდა.
– დავუშვათ, მიიღეს ეს კანონი, მერე რა იქნება? კიდევ რა სახის კანონებს მიიღებენ და რას შეზღუდავენ?
– რუსეთსა და ბელარუსში, ამ კანონის მიღებით დაიწყო და ბოლოს ორივე ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა, აი, რა იქნება. აქაც დაამყარებენ დიქტატურას, თან ისე, ბოლოს ამის გამპროტესტებელი კაცი აღარ იქნება ქვეყანაში. ვინც აქედან გაასწრებს, ხომ კარგი, ვინც ვერ გაასწრებს და შეგნებულად არ წავა, ხელისუფლებისა და მისი წევრების თავნებობას და უკანონო ქმედებებს გააპროტესტებს, იმათ დაიჭერენ. რუსეთში კი ხედავთ, რაც ხდება, ხალხს ნავალნის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე არ უშვებდნენ და იჭერდნენ. ცარიელი ფურცლებით გამოდის ხალხი პროტესტის დასაცავად და იჭერენ, თუმცა ცარიელი ფურცლებიღ პროტესტანტებს უკვე აქაც იჭერენ. აღარ დარჩა რუსეთში მოაზროვნე, წინააღმდეგობის გამწევი ხალხი, ყველა უცხოეთში გაიქცა და იქიდან, სოც–ქსელებით ებრძვიან პუტინის დიქტატურას. თბილისში ბელარუსიდან გამოქვეული ბლოგერებით არის საავსე. ეგეც მიკვირს, რომ შემოუშვეს და აქ აჩერებენ. გარდა მაგისა, ის ხალხი, ვინც საგრანტო ორგანიზაციებში მუშაობს, საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას ღებულობს და დარჩებიან უმუშევრები. ეს ხალხი საშუალო ფენის წარმომადგენელია. „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო ძლივს შექმნილი საშუალო ფენა ქვეყანაში და რაც დარჩა, ახლა იმ მცირე ნაწილს მოსპობს. ვინც ყველაფერს ერგება, მატერიალური კეთილდღეობის მეტი არაფერი აინტერესებს, ის ხალხი დარჩება. ხელისულებაც ამ ხალხის იმედად არის, ამ კანონის მიღებას რომ ხელახლა აპირებს, იმათ ეყრდნობა.
კომენტარები