პუტინის პროპაგანდისტმა ალექსანდრ დუგინმა საკუთარ ტელეგრამ არხზე კომენტარი გაავრცელა. დუგინის თქმით, საქართველო სწორ გზაზეა და რუსეთმაც სწორედ ეს გზა გაიარა:
„თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა. ჩვენ ეს გზა გავიარეთ და დადებითი ეფექტი აშკარაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, მწვერვალზე ვართ. რამდენი ლიბერალური აგენტი რჩება საზოგადოების სიღრმეში – ელიტაში, ბიუროკრატიაში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში…
საქართველოს სჭირდება სტალინი. თორემ გლობალისტი ნაძირლები და სირცხვილი დაანგრევს ამ ლამაზ ქვეყანას…“
კომენტარები