დღეს გამოჩნდა, რომ არ არსებობს არგუმენტი იმისა, რასაც ისინი [ოპოზიცია] ლაპარაკობენ, არ არსებობს არც რუსულობის, არც ანტიქართულობის არანაირი არგუმენტი. ყველა შენიშვნა, ყველა კითხვა დაკავშირებული იყო რაღაც ზოგადთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
„ვერც ერთი მუხლი, ვერც ერთი პუნქტი ვერ დაასახელეს იმ ნარატივის გასამყარებლად, რაც იყო. მეამაყება, რომ რაც ვთქვით, ის გავიტანეთ ბოლომდე. და გავიტანეთ, რომ რეალური არგუმენტები შეუძლებელია ვერ დაუპირისპირდეს და არ გაიმარჯვოს ასეთმა არგუმენტებმა მოგონილ არგუმენტებთან. სიმართლე როცა შენს მხარესაა, ხარ მყარად. იმ სიბინძურეს, იმ არაკაცობას, რაც დღეს ვნახეთ, პასუხი გაეცემა. ოღონდ თავს გაუფრთხილდით სულ ყველა, მართლა მუქარად არ ჩათვალოს ვინმემ. იმდენი ცუდი რაღაც ხდება, რომ ყველა თავს გაუფრთხილდეს, მართლა მსხვერპლად არ გამოიყენოს ვიღაცამ. ახლა არის იმის საფრთხე, რომ ვიღაცამ ობიექტად ამოარჩიოს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები