საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი:
“სამწუხარო იქნება, თუ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება ჩაიშლება, აქვს სახელმწიფოს რესურსი, რომ ჩაატაროს არჩევნები ახალი სისტემით და ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, თუკი შეთანხმება, რომელიც მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიღწეულ იქნა ჩაიშლება. ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის კლასტერის პოლიტიკურ პარტიებს სურთ ამ ნიადაგზე ააგორონ საზოგადოების უკმაყოფილება.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ თუ მმართველი გუნდი შეთანხმების ყველა პუნქტს არ შეასრულებს, საარჩევნო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
კომენტარები