“დააჩქარებთ თქვენს წასვლას… თქვენ, როგორც ჩანს, უარესი სცენარისთვის ემზადებით,” – ამ სიტყვებით მიმართა არმაზ ახვლედიანმა “ოცნების” დეპუტატებს.
პარლამენტში, სადაც რუსულ კანონზე მსჯელობენ და პირველი მოსმენით მიღებისთვის ემზადებიან, არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ოცნების ამ მიზანს არავინ შეეგუება.
არმაზ ახვლედიანის გამოსვლას ხმაური მოჰყვა დარბაზში – მისი სიტყვები მიუღებელი აღმოჩნდა “ოცნების” მაგინებელი დეპუტატისთვის დიტო სამხარაძისთვის.
საქართველო ვეღარ აიტანს ამ რყევას… უნდა ხვდებოდეთ ყველა… ამის ინიციატორები და შემსრულებლები რომ ამ კანონით წარმოუდგენლად დააჩქარებთ თქვენს წასვლას…. თქვენ, როგორც ჩანს, უარესი სცენარისთვის ემზადებით.
გამჭრვირვალობა რეალური მიზანი არ არის, ამ კანონით ებრძვით იმას, ვინც მზად არის, რომ შეამოწმოს, გამოააშკარაოს სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა. არაფრის ფასად შევეგუებით, მივმართავ ივანიშვილს, გონს მოეგეთ…
საქართველო აღარ მიიღებს ამ ბოდიშს მეორედ… თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააჩეროთ ეს ჯოჯოხეთისკენ მიმავალი მატარებელი… ეს ინდივიდუალურად უნდა გააკეთოთ… კოლექტიურად არ გამოვა არაფერი,” – ამბობს ახვლედიანი
ტვპირველი
კომენტარები