ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მიუხედავად ყველაფრისა, მედვედევის მხარდამჭერი განცხადების ფონზე მიიღეს რუსული კანონი პირველი მოსმენით
ამით ჯერ არაფერი დამთავრებულა
წინ მეორე საკომიტეტო მოსმენაა, მერე მეორე სასესიო და კენჭისყრა, მერე მესამე საკომიტეტო მოსმენა, მერე მესამე სასესიო და კენჭისყრა
ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად დასრულდება ამ ქვეყნის წესიერი, ღირსების მქონე მოქალაქეების გამარჯვებით, რომელთაც ესმით თავისუფლების ფასი
დღეს, 19.00 საათზე პარლამენტთან
ჩვენ ვიქნებით უკანა შესასვლელთან“
კომენტარები