• რეკლამა
  • კონტაქტი
22:29, კვირა, 18 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენი ნააზრევის ჩაწვდომას ვცდილობთ მთელი ერი, დიდო მწერალო… თუ ეს წერილი თქვენამდე ოდესმე მოვა, მინდა გჯეროდეთ…” – რუსლან შავაძე

ალია ავტორი - ალია
16:12 04-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
478
საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
გავბედე დამეწერა, ვიფიქრე, ვიაზრე ჩემო ბატონო, ნუ დამძრახავთ თქვენდამი უდიდესი პატივისცემით.
58-ე მუხლის ქვეყანას თქვენ რომ ეძახით იმ ქვეყანაში თავისუფალი უდაბნოს თაობა გაიზარდა, თაობას, რომელსაც არ ახსოვს საბჭოეთი ღვთის მადლით. ეს ის თაობაა რომელიც ლეგენდარულ მითიურ ვეფხისტყაოსნის გმირებს ჰგვანან, გულზვიადი, ამაყი, შეუპოვარი, თავისუფლებას მოწყურებულნი, როგორც ირმები ანკარა წყარო წყალს. ვიცი ნათქვამი გაქვთ ამ ქვეყანას არ სცხია არაფერი, არც ტარიელის და არც ავთანდილის, არც ნესტან-დარეჯანის, ნება მიბოძეთ მოგახსენით დღევანდელ საქართველოში ქართველი ახალგაზრდას არ ეთაკილება შრომა და გარჯა, სწავლა, ფიქრი და აზროვნება, საღამოობით კი თავის ვალს ერისა და ღვთის წინაშე იხდის და აფიქსირებს თავის პოზიციას, იცავს მომავალს, საქართველოს მომავალს, თქვენს მომავალსაც და მერწმუნეთ თქვენს დიად სახელსაც, აბა არ ივარგებდა ამ ქვეყნის კიდევ ერთხელ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება, რადგან მერწმუნეთ, თქვენს სახელსაც შთანთქავდა ბოროტების იმპერია, როგორც სჩვევია…
ჩემო დიდად პატივცემულო მწერალო, ეს ქვეყანა, ეს თაობა, სწორედ იმას ცდილობს რომ საბოლოოდ დაანგრიოს ყველა საკლიტური და ბორკილი მონობის, სამუდამოდ წაშალოს თქვენს მიერ მტკივნეულად ნახსენები 58-ე მუხლის მემკვიდრეობა.განა გმირობის ტოლფასი არ არის მამების დანგრეულ ქვეყანაში საქართველოს მომავალს ძერწავდე და გჯეროდეს მისი? უთუოდ ეს ასეა!
მერწმუნეთ ეს თაობა არ უარყოფს წარსულს, არამედ მათ ესაჭიროებათ თქვენი და თქვენი თაობის, მე ვიტყოდი ის მბჟუტავი ჩირაღდნის სინათლის მიშველება ამ რთულ თავისუფლებისათვის ბრძოლის გზაზე, რომელიც საქართველოს გაგონებაზე ისე აელვარდება თქვენს გულებში, როგორც მზის სხივი დილით ზღვის ტალღებზე…
როგორ მოვიქცეთ? რადგან რუსეთი იქნევს დამპყრობლის მათრახს ტყლაშუნით და გავეშებულია ჩვენ უარი ვთქვათ საქართველოს მომავალზე? კარგად უწყით, ბევრი და უფრო მეტად მძლავრი იმპერიები იქნევდნენ დამპყრობლის მათრახს, მაგრამ არასდროს არ შეუწყვეტია ქართველ ხალხს ბრძოლა თავისუფლებისათვის და თუნდაც ფიზიკური გადარჩენისათვის ბრძოლაში თვითმყოფადობის, იდენტობის და თავისუფლების ნაპერწკალს მუდამ გულში ინახავდა ქართველი, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ისტორია ამის ნათელი მაგალითია…
ეგრისში დიდი ომიანობის დროს აიეტის და ფარტაზის დიალოგი საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი აღმოჩნდა, ამ დიალოგში გაიმარჯვა ევროპისაკენ სწრაფვამ (და არა აღმოსავლეთისაკენ) იმ დროინდელი ევროპაც და ცივილიზაციაც აღმოსავლეთ რომის იმპერია იყო(ბიზანტია) საუკუნეების შემდეგაც ჩვენი არჩევანი არის ევროპულ ცივილიზაციურ ოჯახში კუთვნილი ადგილის მიღება, დამკვიდრება. განა დიადმა ილიამ თავის მგზავრის წერილებში ნათლად არ აღგვიწერა “პოვოსკათი” მოგზაურობის დროს დანჯღრეული რუსეთის სახე, განა არ გვითხრა ჩვენი თავი თვითონვე უნდა გვეყუდნოდესო, ლელთ ღუნიას ენით?
განა ვისმესკენ ან რამისკენ სწარფვა თავისუფალ ადამიანს უნდა უნდოდეს? მაგრამ გავიდა წლები, საუკუნეები, ვერ ვახერხებთ, ვერა გავაწყეთ რა რუსეთთან პირისპირ ბრძოლაში სრულფასოვანი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვება და რადგანაც ჯერ ჰორიზონტზე დავითიც და თამარიც არ მოსჩანს, ამიტომ გვინდა თავისუფალი დემოკრატიული ერების საფარველის ქვეშ ევროკავშირში გავწევრიანდეთ, რათა აღვიდგინოთ, მოვიშუშოთ რუსეთისაგან და არა მხოლოდ რუსეთისაგან მიღებული საუკუნეების ჭრილობები…
დიადი ილია როცა წერდა შესანიშნავ პოემას „განდეგილს“ იქ კარგად ჩააქსოვა მთავარი სათქმელი თუ როგორ დაეცა ერი სულიერად, ის წარმოგვიჩენს მე-19 საუკუნის საქართველოს და ერთმორწმუნე “ძმასთან”(რუსეთთან) სულიერი კავშირის გამო ქართველი ერის ტრაგედიას, მას ნათლად აქვს ასახული თუ როგორ აღმოჩნდა განდეგილი ბერი სულიერი სიმაღლიდან ცოდვის უფსკრულში, თავისთავად ეს ცხადი და ნათელი აზრი ზოგიერთ შემთხვევაში კვლავ საქართველოს ცხოვრების ალეგორიული ასახვის მიმართულებით ვითარდება და ამგვარ სახეს ღებულობს: „განდეგილში“ მთავარი გმირის ცოდვითდაცემასთან ერთად ნაჩვენებია ერის სულიერი დაცემის სურათი, სწორედაც რომ ერთმორწმუნე “ძმასთან”(რუსეთთან) კავშირის გამო.
დამთავრდა სროულობის დრო ჩემო ბატონო, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე საქართველოს ახალგაზრდა თაობა ცდილობს თავისუფლება მოიპოვოს და თაობების სანუკვარი ოცნება დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველო ააშენოს, ბარათაშვილის არ იყოს ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის (თუნდაც რომ იყოს) სულის კვეთება…
თქვენი ნააზრევის ჩაწვდომას ვცდილობთ მთელი ერი დიდო მწერალო და მე როგორც რიგით ქართველს მგონია და ვფიქრობ რომ ეს თქვენი ღრმა ნააზრევი წერილის სახით, მიზანმიმართულია იმისაკენ რომ ახალგაზრდებში გამოეწვია ბრძოლის სურვილი, თავისუფლების სიყვარულის მძაფრი შეგრძნება, ძალიან მინდა რომ არ ვცდებოდე…
მე ვინ ვარ რომ ვბედავ თქვენთან პასუხს, მაგრამ თუ ეს წერილი თქვენამდე ოდესმე მოვა, მინდა გჯეროდეთ საქართველოს თავისუფლების, ქართველი ახალგაზრდების, საქართველოს მომავლის.
პატივისცემით, რიგითი ქართველი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved