ბოლო 24 საათის განმავლობაში 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ცნობილია ყველა ახალი გამოვლენილი ინფიცირებულის წყაროები. მათგან ოთხი საკარანტინო სივრციდანაა, დანარჩენი – კონტაქტებიდან, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 288 უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 4723 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 446. ინფექციას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები