პირველი საუნივერსიტეტ კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, დღეს კლინიკას 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„კლინიკაში ამჟამად 75 პაციენტია, აქედან 58 კორონავირუსით ინფიცირებულია. 3 პაციენტი რამდენიმე წუთში კლინიკას დატოვებს, უარყოფითი კლინიკა არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება.
რეანიმაციაში რჩება 4 პაციენტი, აქედან ერთი პაციენტი ჩამოდის თერაპიულ განყოფილებაში. ორი პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მძიმეა, ისინი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან. დღეის მონაცემებით მათი მდგომარეობა უარყოფითი კლინიკის გარეშეა. ერთი პაციენტი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან მოვხსენით და ალბათ ორშაბათს ის რეანიმაციული განყოფილებიდან თერაპიულში ჩამოვა. ორსული ქალბატონების მდგომარეობა სტაბილურია. დღეს 12 პაციენტთან პირველადი პასუხები მივიღეთ ნეგატიური, გავაგზავნით განმეორებით კვლევაზე, იმედია ისევ უარყოფითი პასუხები მოვა და დღის ბოლოსთვის ისინი კლინიკას დატოვებენ“, – აღნიშნა რატიანმა.
მისივე თქმით, კლინიკაში 2 ახალი პაციენტი შეიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ესენი არიან საეჭვო შემთხვევები, მაგრამ მაღალი რისკით. მათ დღეს ჩაუტარდებათ ტესტირება, თუ დადასტურდა ამ შემთხვევაში გააგრძელებენ მკურნალობას.
კომენტარები