ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არაღიარებული რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის, მარინა კოჩიევას თქმით, ყველა მათგანი ინფექციურ საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
სულ ოკუპირებულ რეგიონში კარანტინში 244 ადამიანია, რაიონულ საავადმყოფოებში კი – 56 პაციენტია მოთავსებული.
კომენტარები