ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ფოტოებს აქვეყნებს და იმ ადამიანებს ეძებს, ვინც მას 16 აპრილს საპროტესტო აქციაზე წიწაკის სპრეის შესხმის შემდეგ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს:
,,მინდა ამ ახალგაზრდა ადამიანს (მისი სახელი და გვარი არ ვიცი) დიდი მადლობა ვუთხრა. 2024 წლის 17აპრილს, შ.ს.ს -ოს რობოკოპეპის მხრიდან, უკანონოდ იქნა გამოყენებული ძალა, ეს ახალგაზრდა და მისი მეგობრები გვერდიდან არ მომშორებია და პირველადი დახმარება მათ აღმომიჩინეს, შემიძლია ვთქვა გადამარჩინეს. დიდი მადლობა შენ და შენს მეგობრებს,ძალიან დიდი მადლობა, იხარეთ და იდღეგრძელეთ.
არა რუსულ კანონს !!!!
საქართველოს ადგილი
ევროკავშირშია!.
P.S ამ ახალგაზრდა ბიჭის სახელი, გვარი და მობ. ნომერი მომწერეთ.“
კომენტარები