ძლიერი სეტყვა იყო ცოტა ხნის წინ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში. არსებული ინფორმაციით, დასეტყვილია ოთხი სოფელი – პატარძეული, მანავი, კაკაბეთი და დიდი ჩაილური.
ძლიერი სეტყვა დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
„სეტყვა იყო, მაგრამ რა ზიანი მიადგა სოფლებს, ამ წუთისთვის ინფორმაცია დაზუსტებული არ არის, დეტალური ინფორმაცია ხვალ გვეცოდინება”, – განუცხადეს „აიპრესს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
კომენტარები