სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა. უწყება ამბობს, რომ პიცერია “TASHIR PIZZA GEORGIA”-ში, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს.
“სააგენტომ შპს “TASHIR PIZZA GEORGIA”-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს “სიფუდ გრუპ თელავს” აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე, დამზადების თარიღი: 07.12.2023 წ. ვარგისიანობის ვადა: 06.06.2025 წ.) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი”, – წერია განცხადებაში.
სააგეტო ამბობს, რომ შპს “სიფუდ გრუპ თელავიდან” აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები და ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი – Salmonella typhimurium:
“აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად”
კომენტარები