საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამბროლაურში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამართულ განხილვაზე განაცხადა:
„მარტივი პრინციპია, ერთი მხრივ, უფლებები დავიცვათ და მეორე მხრივ, ჩვენი შვილები და მომავალი თაობები დავიცვათ არაჯანსაღი ფსევდო ლიბერალური პროპაგანდისგან…
ჩნდება რაღაც ახალი გამოწვევები, რომელსაც მყისიერად თუ არ მივუსწარით, მერე შეიძლება ვერ დაეწიო მისი გამოსწორების გზებს. დღეს საქართველოში ბავშვებს აჩვენებენ ანიმაციურ ფილმებს, სადაც ცენტრალური პათოსი ის არის, რომ თურმე ბედნიერი ამის გარეშე ვერ იქნები თუ ასეთი ცხოვრების წესით არ იცხოვრე, ეს წარმოუდგენელია. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ახლა არ გვაქვს, ამიტომ ან მოუწევთ ჩვენ რადიკალურ ოპონენტებს მხარი დაგვიჭირონ, ან არჩევნებზე მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით ბევრ ცვლილებას შევიტანთ თუ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები