ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ,,ქართუს” მიერ ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებაზე:
,,რა მოხდა, თუ სახელმწიფოს არ აქვს ფული, კერძო პირმა რომ წაახალისოსო, ყველაფერში ცუდს რატომ ხედავთო, ილანძღებიან. 🙂
არც არაფერი,უბრალოდ საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვით:
თუ ასე გულშემატკივრობდა ნაკრებს ბატონი ბიძინა, რატომ არ დააწესა ასეთივე ჯილდო საბერძნეთან გასამრთი მატჩის წინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ევროპაზე გასვლა წყდებოდა? ნაკლებ მნიშვნელოვანი თამაში იყო? ისტორიაში პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ქვეყნის სიტროიაში.
მაგრამ ჯილდოს დაწესებას ვინ ჩივის, მოგების მერე ნაკრებს და ქვეყანას საჯაროდაც კი არ მიულოცა. რატომ, როგორ გგონიათ?იქნებ, იმიტომ რომ საერთოდ ფეხებზე კიდია ფეხბურთი და ვერც მიხვდა იმ მოგების მნიშვნელობას?
ასევე თუ იმასაც გაიხსენებთ, რა შეიცვალა იმ ფინალის მერე ქვეყანაში, როდესაც თავისი ახირების გამო ქვეყანა არია, აქციები დაიწყო და ფეხბურთელებმა ამ აქციებს მხარი დაუჭირეს, წესით დასკვნების გამოტანა თავადაც არ უნდა გაგიჭირდეთ, თუ თავს არ გაისულელებთ. “
კომენტარები