საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით განუცხადა:
“რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს საკუთარი ნაბიჯების შეთანხმება მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკისთან მოუწევს და ამ თვალსაზრისით ის უფრო დამოუკიდებელი ფიგურაა.
ვიცე-პრემიერი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, რომელსაც შეუძლია შიგნით, მთავრობაში იმუშაოს და განახორციელოს რეფორმატორული საქმიანობა, მაგრამ მას ჰყავს ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ეს ნაბიჯები უნდა შეუთანხმოს. რაც შეეხება რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ამ თვალსაზრისით ის უფრო დამოუკიდებელი ფიგურაა, რომელსაც საკუთარი ნაბიჯების შეთანხმება მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკისთან მოუწევს. მთავარია, როგორ მიუდგება ამ საქმეს მიხეილ სააკაშვილი და როგორ გამოიყენებს ამ თანამდებობაში არსებულ პოტენციალს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საკუთარი ცოდნის, ენერგიის და გამოცდილების (როგორც დადებითი, ისე უარყოფითი) გათვალისწინებით, ის ხელს შეუწყობს უკრაინაში წარმატებული რეფორმების გატარებას.
უკრაინის ნებისმიერი წარმატება არის ასევე საქართველოს წარმატება. ამიტომ მინდა, მიხეილ სააკაშვილის წარმატებები ვუსურვო მის ახალ თანამდებობაზე”
კომენტარები