უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. როგორც ჩანს, ეს დანიშვნა სკნადალური გამოდგება – ოფიციალურმა თბილისმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
სოციალურ ქსელებში რეზონანსი მოჰყვა ასევე სააკაშვილის მოადგილედ ალექსანდრე ოლშანსკის დანიშვნას. ის 1969 წელს დაიბადა და უკრაინელი მეწარმეა, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიები, არის ინტერნეტ-ჰოლდინგ Internet Invest Group-ის პრეზიდენტი, ფლობს ინტერნეტ-კომპანიებს Imena.ua და Mirohost-ს.
ალექსანდრე ოლშანსკი კარგა ხანია პოლიტიკოსობასაც ცდილობს. ცნობილია თავისი არაორდინალური იდეებით, მაგალითად, მხარს უჭერს კანაბისის (კანაფის) ლეგალიზებას. ოლშანსკიმ “ფეისბუკის” გვერდზე დაწერა: “მირეკავენ და მთხოვენ “პროგრამა” წარვადგინო. ვინც მე მიცნობს, ჩემგან ასევე დაგაინტერესებთერაფერს ახალს ვერ გაიგონებს, სხვებისთვის კი მოკლედ ვიტყვი: თუ ეკონომიკა არ იარსებებს, არც სახელმწიფოს დამოუკიდებლობა არ იქნება; გადასახადები მოხმარების მიხედვით უნდა იქნეს გადახდილი; დამატებითი ღირებულების გადასახადი – ბოროტებაა; სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ის მხოლოდ ჰყოფს; მიწის გაყიდვა – ბატონყმობის გაუქმების ფინალური წერტილია და ა.შ.”
რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამედიცინო კანაბისი ლეგალიზებული უნდა იყოს როგორც ყოველი სამედიცინო საშუალება. “რაც შეეხება რეკრეაციულ კანაბისს, ისიც, მაგრამ ცოტა გვიან”
კომენტარები