,,ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
უმისამართოები! იურიდიული და ფაქტიური მისამართებით დახარისხებული მოქალაქეები თუ რაიონში ხარ ჩაწერილი და თბილისში ქირით ცხოვრობ, ან სხვაგან ხარ ჩაწერილი და სხვაგან ჩარჩი, უბრალოდ ოფიციალურად განწირული ხარ შიმშილისთვის! ყურადღებას არ გაქცევს არავინ.
ასეთი შემთხვევებისთვის უბრალოდ არ იცი ვის მიმართო, იმიტომ რომ ასეთი არც არავინ არაა ამ ქვეყანაში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გისტუმრებენ ტექსტით ,,ჩვენთან არ ხართ ჩაწერილი თორე კი დაგეხმარებოდით”
ნუ ესეც მტკნარი სიცრუეა მაგრამ მიზეზი არსებობს რომ არ დაგეხმარნონ. გახარია არ იცოდით ეს ხო?! არადა როცა საგანგებო ვითარებაა მსგავს საკითხებზეც უნდა უფიქროს ვინმემ და გამოსავალი უნდა იყოს წარმოდგენილი”
კომენტარები