ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“დასრულდა დღევანდელი სასამართლო პროცესი, რომელიც გახლავთ ამ ხელისუფლების დაკვეთა ჩემი და ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ს გასანეიტრალებლად.
შეგახსენებთ, ეს ცირკი (სასამართლო პროცესი) დაიწყო 2019 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სოფელ ბობნევში, დათა პაპასთან ჩასულს, დამხვდა 4 ტიტუშკა, რომელთა დავალებას წარმოადგენდა ჩემი ცემა. მათ ეს არ გამოუვიდათ, მაგრამ სახელმწიფო მანქანამ ეს პროვოკაცია სათავისოდ გამოიყენა და დღეს ამ საქმეში ბრალდებული ვარ ძალადობაში, მაქსიმალური სასჯელი კი 2 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
დღევანდელი სხდომა ბრალმდებელი მხარის სრული ფიასკო გახლდათ, პროკურორმა შესავალ სიტყვაში მხოლოდ საბრალდებო დადგენილება წაიკითხა, მეტი ვერაფერი იპოვა სათქმელი, ვერანაირი არგუმენტი და გარემოება ვერ წარმოადგინა, რომელსაც უნდა დაერწმუნებინა მოსამართლე ჩემს ბრალში. მოსამართლემ ფაქტობრივად შენიშვნა მისცა, რომ მომავალი სხდომისთვის უფრო მომზადებული ყოფილიყო. (შემდეგი პროცესი გაიმართება 3ივნისს)
სხვათა შორის, დღევანდელ სხდომაზე ახალი პროკურორი შემოვიდა შეცვლაზე, ვინაიდან წინა პროკურორი, დაცვის მხარემ, ბრწყინვალე ადვოკატების, ვახტანგ იაშვილის და ზურაბ ბეგიაშვილის სახით გააცამტვერა სახელმწიფო ბრალმდებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ იაშვილი და ზურა ბეგიაშვილი ქვას ქვაზე არ ტოვებენ საბრალდებო არგუმენტაციისგან, ეს პროცესი შეიძლება ჩემთვის არასახარბიელოდ დასრულდეს. სინამდვილეში ეს ხომ სახელმწიფო დაკვეთაა და რასაც ზემდგომი ორგანოები უბრძანებენ, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ სასამართლო. მაგრამ – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”
კომენტარები