პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი:
ვოლსკი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს არარსებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს „დამამცირებელი პოზიციაა“.
„მიუხედავად იმისა, რომ ის მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო, ეტყობა უკრაინის პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას, თუნდაც ამ არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნამ ორმხრივ ურთიერთობაში გარკვეული ხინჯი შეიტანა. ელჩიც ჩამოვა. მისი გამოწვევა გარდა იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური დემარშია, ამასთანავე, დეტალური განხილვის საშუალებას იძლევა, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ იყო აუცილებელი ყოფილი პრეზიდენტისთვის ასეთი დამამცირებელი პოზიციის შექმნა.
ამასთან, იგი სასამართლოს მიერ კონკრეტულ დანაშაულებებშია ბრალდებული. მოკლედ ბევრი შეუსაბამობაა: პოზიციის არარსებობა, „ნაციონალური მოძრაობის“ ჟივილ-ხივილი ამ გაუგებარი დანიშვნით, მაღალ თანამდებობაზე პოლიტიკური სპექტრის მიერ მკაცრი უარის თქმა – ეს ყველაფერი განაპირობებს იმ აუცილებლობას, რასაც ჰქვია ელჩის საკონსულტაციოდ უკან გამოწვევა.
როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს გარკვეული ვალდებულებები აქვს თავის საერთაშორისო პარტნიორების, ორგანიზაციების და ქვეყნების მიმართ. შავი ზღვის რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში პოლიტიკური კონიუნქტურა ყალიბდება ამ ჩვენი ორი ქვეყნის მონაწილეობით. ამ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა განპირობებულია გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებით. ამ სისტემაში, მით უმეტეს, გაურკვეველია ეს ნაბიჯი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა იმის მიუხედავად გადადგა, თუ რა შედეგი დატოვა სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოში: დანაწევრებული საქართველო, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი უამრავი ადამიანი, ქონება, ჯანმრთელობა და ღირსებააყრილი საქართველოს ბევრი მოქალაქე, დესპოტური მმართველობის ერთპიროვნული სისტემა“
ინტერპრესნიუსი
კომენტარები