„ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ესროლა. დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს სამშობლოს გამყიდველი უწოდა და თქვა, რომ დეკანოიძემ უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ დათმო საქართველოს მოქალაქეობა.
საბოლოოდ, დეკანოიძეს დარბაზი დაატოვებინეს.
კომენტარები