ჟურნალისტი, ირინე არდაშელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ანასტასტასია 24 წლის მარტოხელა დედაა. ის ორი წელია ორ პატარასთან ერთად ქირით თხოვრობს.
ძალიან ყოჩაღია, ოქროს ხელები აქვს და უგემრიელეს პასკებსა და პეჩენიებს აცხობს.
მუშაობდა და არასდროს უთხოვია დახმარება, თუმცა ახლა, როცა ვირუსის გამო სამსახური დაკარგა და სხვა სამსახურის შოვნაც ძალიან ძნელია, დახმარება ესაჭიროება.
იმისთვის, რომ ტასომ ეს რთული პერიოდი გადაიტანოს, შეძლოს ქირის გადახდა და ბავშვებისთვის აუცილებელი საკვების შეძენა, შეგიძლიათ თუნდაც ერთი ლარი ჩაურიცხოთ ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი: GE62BG0000000162120062
პირადი ნომერი: 01501110679
მიმღები: ანა პატარკაციშვილი
P.S. ტასო ისეთი ყოჩაღია, სააღდგომოდ 3 დღეში 200 პასკა გამოაცხო. სხვათაშორის, ის ერთმა კეთილმა ქველმოქმედმა შეიძინა და მერიას გადასცა სოციალურად დაუცველი 100 ოჯახის დასასაჩუქრებლად. ის არასდროს ჩერდება, ძლიერია, შეუძლია ბრძოლა და აუცილებლად კარგად იქნება, უბრალოდ ახლა სულ ცოტა დახმარება სჭირდება “
კომენტარები