აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული, რომელმაც სასტიკად ნაცემი ლევან ხაბეიშვილის ფოტო და ვიდეო ნახა, წერს:
,,ოჰ რა საშიშადაა ნაცემი…
ორბიტის მოტეხილობაცაა აშკარად და თვალი სერიოზულად დაზიანებული.
თავის ქალას შიდა დაჟეჟილობა მინიმუმ, ასეთი საშინელი ძალის დარტყმებით.
სასიკვდილოდ გაუმეტებიათ.
ესენი უკვე ყველა ზღვარს გადავიდნენ. გუშინდელი “სპიჩის” მერე უკვე არაფერს დაერიდებიან.”
კომენტარები