ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“შეიძლება ძალიან სასტიკად ჟღერდეს, რასაც ვწერ, მაგრამ… ის სასულიერო პირი, რომელიც “სიონში” თენგიზ სიგუას პატივით დასვენებას დათანხმდა, მისივე თანამსგავსია. იოსელიანმაც, სიგუამაც და მომავალში კიტოვანმაც ის ბედი უნდა გაიზიარონ, რაც ერთი ცნობილის ფილმის პერსონაჟმა – ვარლამ არავიძემ გაიზიარა. ეს ხალხი ქართული მიწის ღირსიც კი არაა, მითუფრო პატივით დაკრძალვის.
ბოდიშს მოვიხდი ჩემი ულმობელობისთვის, მაგრამ ამ ადამიანებთან მიმართებაში მე სულიერებას ვერ გამოვიჩენ, რადგან ძალიან კარგად მახსოვს ის უბედურებები, რაც მათ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ხალხს დამართეს”
კომენტარები