თბილისი სტომატოლოგიური კლინიკების სიმცირეს არ უჩივის, ზოგი მოგვწონს, ზოგიც – არც ისე, მაგრამ დიდმა ნაწილმა დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი მტკივნეულია, ცდილობენ ტექნოლოგიებს ფეხი აუწყონ, უმრავლესობა ჰიგიენას დიდ ყურადღებას აქცევს. პატარა რომ ვიყავი, თუ რომელიმე ზღაპარში და მულტფილმში სტომატოლოგი იყო, ყველა უზარმაზარი და საშინელი შესახედაობის სამედიცინო იარაღებით დასდევდა ბავშვებს. ჩემ შვილს მეტად გაუმართლა და კარგი გამოცდილება აქვს, შერჩეულიც აქვს ერთი სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც მოსწონს, დაბჟენას ვერც იგებს, გაწმენდა სიამოვნებს, პროფილაქტიკის დროს, – საუბრობს, ხუმრობს ექიმთან ერთად, ერთობა.
ამ მასალაში გიამბობთ, როგორ, რა ნიშნით უნდა შეარჩიოთ სტომატოლოგიური კლინიკა და სად. თუმცა, სანამ ამას მოგიყვები, მანამდე ერთ გამოცდილებაზე გიამბობ.
20 წლის ვარ, ჯერ კიდევ არ ვთვლი სტომატოლოგს ჩვეულებრივ ადამიანად, ჯერ კიდევ შიშით ვუყურებ, ამტკივდა კბილი. სხვა გზა არ მაქვს, უნდა მივიდე და დავიბჟინო. გადავწყვიტე ექიმი დავაშინო და ვუთხარი, რომ გული მაწუხებს, (არაფერიც მაწუხებდა) ტკივილის ამტანი არ ვარ და თუ მატკენ, შეიძლება გული წამივიდეს, გულის პრობლემები დამიმძიმდეს–თქო და რაც შემეძლო ცუდი სურათი დავუხატე.
ექიმმა, რაკი გული გაწუხებთ, მხოლოდ გარეგანად თუ გავაყუჩებ, წამალს ვერ გაგიკეთებთო. აქვე გავალ და მოვალ–თქო, ვთხოვე და გამოვიპარე. მომიწია კლინიკის თავიდან არჩევა. ამ ისტორიიდან 3 რამ ვისწავლე:
- პრობლემას არ უნდა დაელოდო;
- სულაც არ ყოფილა მტკივნეული;
- ექიმის მოტყუება არ უნდა სცადო, შეიძლება ცუდად შემოგიბრუნდეს.
რაში მჭირდება სტომატოლოგი, თუ კბილი არ მტკივა?
შემიძლია აგრესიული მარკეტინგი გამოვიყენო და გკითხო – გინდა, რამდენიმე ათეული წლის მერე, მხოლოდ დაბლენდერებული, გახეხილი საკვების მიღება შეძლო? გინდა, ვეღარასოდეს იგრძნო ვაშლის ჩაკბეჩის სიამოვნება? – მაგრამ, ასე არ მოვიქცევი. ვეცდები, მარტივად და გასაგებად აგიხსნა, რა ფასი აქვს პირის ღრუს სწორ მოვლას.
- –მოდი, ამტკივდება და მერე წავალ, მერე რა, რომ შეიძლება ღამის 5 საათზე ამტკივდეს, ან დაბადების დღეზე, ან სულაც მოგზაურობაში ყოფნისას?
- –ჰქონდეს ნადები, დიდი საქმე, მართალია, სამზარეულოს ნიჟარაში ნადებს ვწმენთ, მაგრამ კბილებზე რა უჭირს? მართალია, ჭიქას ან ფანჯრის მინას თუ ლაქები აქვს, ცუდი ტონია, მაგრამ კბილს თუ აქვს ნადები, რა მოხდა?
- –უი, საყვარელ კაბაზე წითელი ღვინო გადამესხა და მთელ სამეგობროს გავაგებინებ, მაგრამ კბილებს ხვალ მივხედავ, დიდი საქმე, ან ზეგ, სულაც, მომავალ წელს სჯობს.
- –ასე ფიქრობ? – სამწუხაროდ, არ ხარ ერთადერთი, ვინც ასე ფიქრობს, სტატისტიკურად, პაციენტთა 50 პროცენტი მაშინ მიმართავს ექიმს, როცა პრობლემა აქვს, როცა სტკივა, როცა გაურთულდება, როცა კოსმეტიკა და აღდგენითი მკურნალობა აღარაა საკმარისი.
ბევრი თვლის, რომ კბილების გათეთრება ან ვინირება მხოლოდ ლამაზი ღიმილისთვის მოიგონეს, ლამაზი ღიმილი კარგია, მაგრამ ადამიანებს ვიცნობ, რომლებიც საერთოდაც წელიწადში ერთხელ იღიმიან. კარგია ლამაზი ღიმილი, მაგრამ ადამიანების ნაწილი ამას ფუფუნებად თვლის და თავს უფლებას აძლევს, გადადოს შემდეგისთვის.
არადა, პირის ღრუს პრევენციული მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც წესი, გვარიდებს სერიოზულ პრობლემებს, როგორებიცაა კარიესი, ღრძილების დაავადება, კბილების ჩამოშლა და ასე შემდეგ,
გარდა ამისა, პირის ღრუს სწორი ჰიგიენური მოვლა, სხვა დაავადებებსაც აგვაცილებს თავიდან, რომ იცოდეთ, პირის ღრუს სიჯანსაღეზე ორგანიზმის რამდენი ორგანოს სწორი ფუნქციონირებაა დამოკიდებული, ასე მარტივად აღარ შეხედავდით მის მოვლა–პატრონობას.
რის მიხედვით უნდა ავარჩიოთ სტომატოლოგიური კლინიკა?
პირველ რიგში, იმის მიხედვით, რა მომსახურება გვინდა – კოსმეტიკური, აღდგენითი, თუ ორთოდონტიული პროცედურები, იქნებ, იმპლანტაცია, გვირგვინების და ხიდების? იქნებ, ბავშვისთვის ეძებ სანდო კლინიკას?
სად ეძებ? – ადგილმდებარეობას აქვს მნიშვნელობა? – წესით, უნდა ჰქონდეს, დროს – ყველაზე დიდი ფასი აქვს, თუ კლინიკამდე მისასვლელად საცობებით სავსე დიდი მანძილის გავლა, ან ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება გჭირდება, ეს დამატებითი დისკომფორტია. სერვისებზე განთავსებული სტომატოლოგიური კლინიკების განცხადებებიდან თავისუფლად შეიძლება აირჩიო კლინიკა, რომელიც გჭირდება თუ პროფილურად და თუ ადგილმდებარების, გინდ დედაქალაქის უბნების და გინდ ქალაქების მიხედვით.
4+ რამ, რის მიხედვითაც, კლინიკამ შეიძლება დაიმსახუროს ნდობა
- გამოცდილება – გამოცდილება ყოველთვის მნიშვნელოვანია, შესაძლოა, უკვე განაგონი გქონდეთ კლინიკის სახელი, თუმცა, თუ არ გსმენიათ მასზე, ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებ გამოცდილია, დღეს მომრავლდა სტომატოლოგიური კლინიკები, არჩევანი დიდია და ყველას ვინაობა ვერ გვეცოდინება. გარდა ამისა, გამოცდილება არსებობს კარგიც და ცუდიც და როგორც ამბობენ, ცუდს ბევრად უფრო სწრაფად ვიგებთ ადამიანები და ბევრად დიდ ხანს ვიმახსოვრებთ, შესაბამისად, ზოგჯერ, პირიქით, ბონუსია, თუ არ ვიცით კლინიკის სახელი. მაშ, როგორ უნდა მივიღო ინფორმაცია გამოცდილებაზე? კლინიკის განცხადებიდანაც და კომენტარებიდანაც, განცხადებების ბოლოს, ის ადამიანები წერენ საკუთარ გამოცდილებაზე, რომლებმაც უკვე ისარგებლეს მომსახურებით.
- პროფესიონალიზმი – სტომატოლოგია ის სპეციალობაა, სადაც, პროფესიონალიზმი მხოლოდ ზოგად ცოდნას არ მოიცავს, ხშირად, კონკრეტული მიდგომებია საჭირო, კომუნიკაციის კარგი უნარიც დიდი ბონუსია, თუნდაც, ჩემნაირი ადამიანისათვის, ვისაც დიდხანს ჰქონდა შიში სტომატოლოგების.
- თანამედროვე ტექნოლოგიები – ნაკლები რისკი, მეტი კომფორტი, პროცედურების სწრაფად, უმტკივნეულოდ, ხარისხიანად ჩატარების გარანტია, ცხადია, პროფესიონალიზმთან და გამოცდილებასთან ერთად. არც ისე ბევრი წლის წინ, გვირგვინის იმპლანტაცია თუ იქნებოდა შესაძლებელი, ვერავინ იფიქრებდა, მაგალითად.
- სისუფთავე – თუ კლინიკაში სისუფთავე არ არის, ყველაფერს ფასი ეკარგება, პროფესიონალიზმსაც, გამოცდილებასაც, ტექნოლოგიებსაც. ინსტრუმენტების სტერილიზაცია, ჰიგიენა მხოლოდ კომფორტი კი არაა, თავდაცვაცაა, რადგან ინფექციების გავრცელებისგან მაქსიმალურად გვიცავს.
და ბოლოს, ბონუსი, რომელიც, სულ არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, ე.წ. მსუბუქი ხელი, რამდენჯერ გსმენიათ, ექიმზე ეთქვათ, ისეთი მსუბუქი ხელი აქვს, არაფერი გამიგიაო? ისეთი მსუბუქი ხელი ქონდა, ნემსის ჩხვლეტაც ვერ ვიგრძენიო. შესაძლოა, მართლაც არსებობს, ეგ „მსუბუქი ხელი“, თუმცა, მე მგონია, რომ რეალურად, ეგ მაჩვენებელია გამოცდილების, პროფესიონალიზმის, იმ საქმის სიყვარულის, რასაც აკეთებს, კომუნიკაციის კარგი უნარის და გაგიკვირდებათ და ტექნოლოგიებიც და სისუფთავეც თამაშობს როლს, როცა ხედავ, გაწკრიალებულ, კარგად მოწყობილ კლინიკას, კმაყოფილი პაციენტებით, მომღიმარი ექიმებით, დადებითაც განეწყობი, მარტივად მოდუნდები და მეტად ენდობი.
ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ, კარგი კლინიკის ერთი მდგენელი არ არსებობს, ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, ერთმანეთზეა გადაბმული და რომელიმე ერთის გამოკლებით, ჯაჭვი ირღვევა. თითოეული საჭიროა, იმისათვის, რომ კლინიკამ ნდომა და პატივისცემა დაიმსახუროს.
ფასი – სტომატოლოგია ხომ ძვირი სიამოვნებაა?
ერთი მითი, რომ მტკივნეულია, უკვე დავამსხვრიე, მეორე მითი – ფასია.
ჯერ ერთი, მაგალითად, სერვისებზე, ყველაზე მეტი განცხადებაა გავრცელებული თბილისში სტომატოლოგიური კლინიკების და არამხოლოდ თბილისში, შესაბამისად, აქ კონკურენციაა, როგორც ხარისხის, ასევე ფასის მიხედვით, მეორე – რომ იცოდეთ, ჯანმრთელობის რამდენ პრობლემას იწვევს პირის ღრუს პრობლემები, გარდა იმისა, რომ გაღიმებას ივიწყებ ნელ–ნელა, მიხვდები, რომ ყველაზე იაფია, რადგან, თუ ჯანმრთელობა შეგერყევა, რაღა ფასი აქვს სხვა ყველაფერს, თუ გაღიმებას ივიწყებ და ერიდები, რა ფასი აქვს სიხარულს და ბედნიერებას?
გაითვალისწინე, კლინიკების უმრავლესობა გთავაზობს დაზღვევას, რაც კიდევ ერთი დამატებითი ბონუსი და გარანტიაა იმისა, რომ თანხას, რომელსაც იხდი, ის შედეგი ექნება, რაც გსურს.
არც ის დაგავიწყდეს, რომ კლინიკების უმრავლესობა განვადებებსაც სთავაზობს პაციენტებს – ესეც მეორე ბონუსი.
ფასებზე, დაზღვევაზე, განვადებაზე ინფორმაცია აუცილებლად გადამოწმე კლინიკასთან, რადგან, შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევაზე კონკრეტული პირობები მოქმედებდეს და ბევრად მოსახერხებელია, ზუსტი ფასის თქმა.
საერთოდ კი, ფასი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შორს „გაგექცათ“ პრობლემა, ამიტომ პრევენცია, პირის ღრუს მოვლა პრობლემებამდე, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, საფულესაც ახეირებს.
და ხო, არ დაგავიწყდეს, გაიღიმე და მითხარი, უკვე მოძებნე შენი კლინიკა, დაგეგმე უკვე ვიზიტი სტომატოლოგთან, თუ მაინც დაელოდები, როდის აგტკივდება?
კომენტარები