იდენტიფიცრებულია პირი, ვინც ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას ლანჩხუთში თავს დაესხა. კობა ფიფაიშვილი სასწრაფო დახმარების სამსახურში მძღოლად მუშაობს. “პირველებმა” თავდასხმის ამსახველი ფოტო მოიპოვა.
შეგახსენებთ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ. შემთხვევა, ლანჩხუთში მოხდა.
აფხაზავა “პირველებთან” მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს იცნობს. მისი თქმით, თავდამსხმელები მას შეურაცხყოფდნენ და “ნაციონალოს” ეძახდნენ.
როცა ეზოში შევედი, მანქანაც შემოვია. შავი მერსეესი იყო. მაგინეს, რო „შე „ნაციონალო“, შენ ძალიან ცუდი ადამიანი ხარ“ და ა.შ. მერე გადმოვიდნენ, საბარგულიდან ამოიღეს ხის ბატები, რაღაც დიდი ბეიზბოლის ჯოხები და დაიწყეს ჩემსკენ…მე არ ვაპირებდი, ამ ადამიანებისთვის ხელი დამერტყა და ამიტომ ერთადერთი, რაც მოვახერხე, ის ხის ჯოხები წავართვი, მაგრამ არ გადავაგდე და ისევ მანქანაში ჩავუდე. კი, ვიცი ვინც არიან, ვიეოც გადავიღე, იქ ჩვენ ბინაში ცხოვრობენ, – ამბობს აფხაზავა.
კომენტარები