სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისს დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს 153 ათას 600 ევროს გადახდა დააკისრა. ევროსასამართლომ მომჩივნების მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს.
სარჩელი სტრასბურგში 26 დაზარალებულის სახელით გაიგზავნა. 22-ის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავდა.
როგორც საიაში განაცხადეს, 22 მომჩივანს შორის აქციის 10 მშვიდობიანი მონაწილეა, 11 მედიის წარმომადგენელი, ხოლო 1 – მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი.
მომჩივნები ითხოვდნენ ევროპული კონვენციის მესამე მუხლის – წამების აკრძალვის, მე-10 მუხლის – გამოხატვის თავისუფლების, მე-11 მუხლის- შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებისა და მე-13 მუხლის დარღვევის დადგენას.
საია მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე სარჩელში აცხადებდა, რომ სახეზე იყო გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა, დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და გამოძიების არაეფექტიანობა.
კომენტარები