ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„აქ ჩანს , რომ კალა ძალიან მიყვარდა..
ჩემო გამომწერებო, ჩემს ფოტოებს თვალს თუ გადაავლებთ მიხვდებით რამხელა სითბოთი ვიღებდი მას.. მაშინ მეც მჯეროდა , რომ საქართველოს ეშველება
პირადად ვიყავი ბატონი ღარიბაშვილის ფოტოგრაფი, რამოდენიმე წელი..
ანუკისაც მე ვიღებდი, Kakha Kaladze კახა კალაძე , მაგრამ როცა გავრილოვი დასვეს პარლამენტში მე ჩემით ვთქვი უარი მათ ფოტოგრაფობაზე…
არქივში კიდევ ბევრი ფოტო მაქვს, შეგახსენებთ 22 წელია ვემსახურები ჩემს ქვეყანას, როგორც ფოტოგრაფი
მიხარია, რომ უმეტესობამ სწორად აღიქვით ჩემი შეშფოთება დღევანდელი სტატუსით, სადაც ღაჭავას პოსტი გავაშეარე.
იყო რამდენიმე ბრალდებაც, რომ მე ძალით “ვაშავებ” ამ პიროვნებას.
მარტივად გიპასუხებთ: ნათია ღაჭავა ჩემი “კონკურენტი” არც არასდროს ყოფილა და არც იქნება, რადგან სულ სხვადასხვა სამიზნე აუდიტორია გვყავს. ის რუსებზე მუშაობს, მე არა. მე სხვა სახის კონტენტს ვქმნი, ის სხვას. მას რუსებმა ასწავლეს, მე – გურამ წიბახაშვილმა.
გაჟღერდა ასევე ის აზრი, რომ მე ვინმეს ვაბულინგებ. ეს ბულინგი არაა, მე ჩემს თავისუფალ აზრს გამოვხატავ. მის პოსტში იყო ძალიან ძალადობრივი მესიჯები გაჟღერებული, რაც, როგორც ამ აქციების მონაწილემ და 2 შვილის დედამ, ძალიან მძაფრად აღვიქვი, ვციტირებ:
“ქართულმა ოცნებამ რადიკალებს თავის დროზე არ გასცა სათანადო პასუხი, ამჯერად გამოასწორებენ” – ეს არის ძალიან არასწორი და საშიში განცხადება, იმ ფონზე, რომ აქციის მონაწილეებს ხან გაზი გვაყლაპეს, ხან რეზინის ტყვიები გვესროლეს და ხან წყლის ჭავლი დაგვიშინეს. ნებისმიერი ადამიანის ასეთ ძალადობრივ პოსტს საჯაროდ გამოვფენ აუცილებლად.
“ილუზია შეგექმნათ, რომ ბევრი ხართ, რეალურად არ ხართ” – ამას მარტივად ვუპასუხებ. კი, ბევრი ვართ და რაც უფრო მეტი ადამიანი დაველაპარაკებით ჩვენს გარშემო უფროსს თაობას და ავუხსნით არგუმენტირებულად, რატომ არის ეს კანონი რუსული, კიდევ უფრო ბევრი ვიქნებით! ვიდეოებს დაგილინკავთ, სადაც კარგად არის ახსნილი ყველაფერი.
არა ძალადობის მომწოდებელ განცხადებებს!!
ახლა პოლიტკორექტულობის და “კოლეგიალობის” დრო არ არის. ყველა, ვინც ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებს, საჯაროდ გამოსაჩენია! და ვისაც არ მოგწონთ ჩემი ემოციურობა და პირდაპირობა, unfollow me
კომენტარები